Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გადაცემა ბიზნესკურიერი დაიხურა
ambebi.ge
22 July 2017, 15:20
"რუსთავი 2"-ის გადაცემა "ბიზნესკურიერი" დაიხურა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გადაცემის თანამშრომლები და გულშემატკივრები წერენ. აკაკი გოგიჩაიშვილის საავტორო, ეკონომიკური გადაცემა, რომელიც 11 წელი გადიოდა "რუსთავი 2"-ზე, დღეს ბოლოჯერ გავიდა ეთერში.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ზირაბ ჭიაბერაშვილი გადაცემის დახურვის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"როგორც ირკვევა, დღეს "ბიზნესკურიერის" ბოლო ეთერი იყო. ძალიან კარგი პროფესიონალები 11 წლის განმავლობაში აკეთებდნენ ამ უაღრესად საინტერესო და, რაც მთავარია, საჭირო გადაცემას.

ის, რომ "ბიზნესკურიერი" ეთერში არ გავა, ჩვენი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მდგომარეობის დიაგნოზია: ეს ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში Advertisement ემოციას მეტი წონა აქვს, ვიდრე რაციონალურ განსჯას და ანალიზს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ "რუსთავი 2"-ს ფინანსური პრობლემები ჰქონოდა და ამ შეტევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ხელისუფლების ყველაზე ეფექტური და კარგი ეკონომიკური watchdog აღმოჩნდა.

მადლობა მინდა ვუთხრა "ბიზნესკურიერის" არაჩვეულებრივ გუნდს. ისინი ნებისმიერ ასპარეზზე წარმატებულნი იქნებიან. ვუსურვებ კიდეც წარმატებას!" - წერს ჭიაბერაშვილი.

AMBEBI.GE ცდილობს დაუკავშირდეს "ბიზნესკურიერის" ავტორს აკაკი გოგიჩაიშვილს და მისგან გაიგოს გადაცემის დახურვის მიზეზები და სამომავლო გეგმები.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი