Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ცხინვალში იეჰოვას მოწმეებს ბრძოლა გამოუცხადეს
ambebi.ge
22 July 2017, 13:20
ცხინვალში "იეჰოვას მოწმეებს" ბრძოლა გამოუცხადეს. ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის თქმით, ადგილობრივმა "უმაღლესმა სასამართლომ", "იეჰოვას მოწმეების" საკითხი განიხილა და მათი გაერთიანება აკრძალულ საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციათა ნუსხაში შეიყვანა. სულ მალე ცხინვალის რეგიონში მათ წინააღმდეგ ისეთივე სანქციები ამოქმედდება, როგორც ეს რუსეთშია. მიზეზი ბევრია - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი უარს ამბობენ ჯარში მსახურებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, სისხლის გადასხმაზეც კი და ამის გაკეთების უფლებას ოჯახის წევრებსაც არ აძლევენ.

ოსური მედიის ინფორმაციით, რუსეთში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ კამპანია 2009 წელს დაიწყო, რის შემდეგაც, მას "ექსტრემისტული ორგანიზაცია" უწოდეს და მიმდინარე წლის 20 აპრილს უმაღლესმა სასამართლომ ის აკრძალა. რუსეთში მოქმედი 395 "შტაბი" დაიხურა, რომელიც 175 ათას მიმდევარს აერთიანებდა. თავის მხრივ, მათ თავიანთი უფლებების დასაცავად, ადგილობრივ სასამართლო ინსტანციებს მიმართეს, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ, რის შემდეგაც ევროსასამართლოზე გადაინაცვლეს.

ცხინვალში ამბობენ, რომ იქ, სადაც ამ რელიგიურმა მიმდინარეობამ რუსეთისხელა სახელმწიფოს შეუქმნა საფრთხე, მათ საჭირო ზომები დროულად უნდა მიიღონ... ოსური მედიის თქმით, ადგილობრივი "ხელისუფლება" რა თქმა უნდა, როგორც სხვა, ასევე ამ საქმეშიც ბაძავს რუსეთს - იეღოველებზე თავდასხმები ცხინვალის რეგიონში მაშინ დაიწყო, როდესაც რუსეთმა მათზე ნადირობა გამოაცხადა. რეგიონში ბოლო წლებში "იეჰოვას მოწმეების" რაოდენობა 600-დან 1000-მდე გაიზარდა.

იეღოველების კვალდაკვალ, ცხინვალის რეგიონში მომრავლდნენ ე.წ. ორმოცდაათიანელები და "მორმონები". მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს "საფრთხეები" ქართული მხრიდან შევიდა, სადაც დასავლეთიდან დაიმკვიდრა თავი.

ცხინვალელი ბლოგერის ალან პარასტაევის თქმით, მისთვის როგორც მართლმადიდებლისთვის, შინაგანად მიუღებელია "იეჰოვას მოწმეების" ცხოვრების წესი, თუმცა, მათ მიმართ სამართლებრივი დევნის წინააღმდეგია. ბლოგერი იმასაც აღიარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რადგან რელიგიური მიმდინარეობის გაერთიანებები ძალზე მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებს ახორციელებენ.

"ჩვენთან ბევრი ნარკომანი და უფრო მეტი ალკოჰოლდამოკიდებული ცხოვრობს, იეღოველები მათ დასახმარებლად მნიშვნელოვან დახმარებებს ახორციელებენ, რის შემდეგაც ეს Advertisement ადამიანები, მათ "რწმენას" იღებენ... მათგან განსხვავებით, ამ ადამიანების დასახმარებლად არავითარ პროგრამას არ ახორციელებს მართლმადიდებლური ეკლესია, თუ არ ჩავთვლით, სასულიერო პირის მხრიდან დამოძღვრას... თუ ახალგაზრდების დახმარება გვინდა, უნდა მოვითხოვოთ ალტერნატიული პროექტები და ხელშეწყობა ჰქონდეს ალანიის ეპარქიასაც, რათა ასეთმა ადამიანებმა მათთანაც იარონ", - წერს პარასტაევი.

ის მიიჩნევს, რომ სასამართლოს ვერდიქტის შეჩერება და მით უფრო, გაუქმება მათი დევნის შესაჩერებლად, პრაქტიკულად შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ მათ მიმართ მოსახლეობაც აგრესიულად არის განწყობილი.

"რუსეთის კანონის თანახმად, ექსტრემისტული რელიგიის გავრცელებისთვის 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ... რა თქმა უნდა, უფროს ძმებს ჩვენებმაც მიბაძეს, თუმცა, საინტერესოა, სად წაიყვანენ ამდენ ათას ადამიანს? ცხინვალის ციხე 50-მდე ადამიანს ძლივს იტევს... კიდევ კარგი, მათ ხმის მიცემის უფლება არ ეკრძალებათ, ისევე, როგორც ორმოცდაათიანელებს, რომლებიც "იეჰოვას მოწმეებზე" გაცილებით მეტია", - წერს პარასტაევი.

"იეჰოვას მოწმეები" ქრისტიანული რელიგიური ორგანიზაციაა და მათი ადმინისტრაციული ცენტრი ბრუკლინში მდებარეობს. საქმე ის არის, რომ რელიგიათა სისტემაში იეჰოვას მოწმეების ადგილი დღემდე გაურკვეველია. ზოგი წყაროს თანახმად, იეჰოვას მოწმეები პროტესტანტული მიმდინარეობის ორგანიზაციაა. სხვა წყაროების თანახმად კი პარაქრისტიანული კონფესია. ერთი ნაწილის აზრით კი, ის ტოტალიტარული სექტაა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების რაოდენობა 8 220 105 ადამიანს აღწევს.

"იეჰოვას მოწმეების" ქადაგების არეალი 1980 წლიდან გაფართოვდა და აღმოსავლეთ ევროპა, ლათინური ამერიკა, აფრიკა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის, საქართველოც მოიცვა.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი