ambebi.ge
17 July 2017, 18:20
ქართულ სუფრაზე ისტორულად ყველა თანაბარი იყო, თუმცა სუფრის თავში ჯდომას ყველა გაურბოდა, რადგან ეს თამადის ადგილი გახლდათ. იგი მანამ იყო თავისუფალი, სანამ მასპინძელი თამადას არ დაასახელებდა და სუფრის წევრებიც ერთხმად არ დაუჭერდნენ მხარს. სუფრაზე თამადობა საპასუხისმგებლო საქმე იყო, თამადას სუფრის ყველა წევრისთვის პატივი უნდა მიეგო, ყურადღება არავისთვის მოეკლო და სადღეგრძელოებიც წესის მიხედვით, შეუშლელად უნდა წარმოეთქვა.

ბიბლიურ ზირაქის წიგნში "სიბრძნე ზირაქისა" სუფრის თამადის ზნე და წესის შესახებ წერია.

"თუ თამადად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, იყავი დანარჩენთა შორის, როგორც ერთი მათგანი. ჯერ მათზე იზრუნე, მერე დაჯექი. როცა ყველაფერს აღასრულებ, რაც გავალია, დაიკავე შენი ადგილი, რათა თანამეინახეებმა მოილხინონ და სუფრის გაძღოლისათვის გვირგვინი დაიმსახურო. თამადას დარბაისლური სიტყვა შეშვენის, სიტყვას ნუ გააგრძელებ, უდროო დროს ნუ ბრძნობ, რაც ლალის თვალია ოქროს ბეჭედში. სიმღერას ნუ ჩაახშობ, ხმატკბილი სიმღერა იგივეა ნადიმობისას, რაც ზურმუხტის თვალი ოქროს ბუდეში და საამო ჰანგი ღვინის სმისას", - ალბათ ამ სიბრძნეზე იყო დაფუძნებული ქართველი თამადის ზნე და წესი.

ამ ზნე და წესისთვის შეუქიათ მე-19 საუკუნის Advertisement ცნობილი თამადა კოტე ბახუტაშვილი. 1892 წელს გაზეთი "ივერია" წერდა: "ბრწყინვალე პიროვნებას კოტე ბახუტაშვილს გადაუხადეს თამადობის დაწყებიდან 50 წლისთავი. ეს კაცი სუფრაზე ძალიან ცოტას ლაპარაკობს, ხალხს მოლხენის საშუალებას აძლევს, სიმღერა, ცეკვა, ხუმრობა, კაფია, ლექსი, შაირი არის მისი თამადობის ხიბლი".

სადღეგრძელოების წარმოთქმის წესი სუფრაზე მკაცრად იყო დაცული და თანმიმდევრულად განსაზღვრული.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი