ambebi.ge
17 July 2017, 17:20
სამშობლოში თურქეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დაბრუნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დედა-შვილ დავითაძეებს სარფის საბაჟოსთან ოჯახის წევრები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დახვდნენ.

მინისტრის განცხადებით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, თუმცა დამატებითი გამოკვლევებისთვის ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იქნებიან გადაყვანილი.

მისივე ინფორმაციით, თურქეთში ამ დროისთვის 5 დაშავებული მოქალაქე რჩება, რომელთაგან ერთის მდგომარება მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხევა 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი