ambebi.ge
17 July 2017, 15:20
16 ივლისს, თურქეთში მომხდარი ავარიის დროს ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა ქალი ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი თანამშრომელია. "იმედის გმირების" და "გრიფით საიდუმლოს" ყოფილი პროდიუსერი მაია ებრალიძე გასტროლზე მცირეწლოვან შვილს მიყვებოდა. ავარიის დროს მიღებული ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მისთვის ფეხის შენარჩუნება ვერ შეძლეს და მოკვეთეს.

ებრალიძე ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშირჩება და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადის, მას ერთ კვირაში გამოწერენ საავადმყოფოდან. რაც შეეხება მის მცირეწლოვან შვილს, ბავშვი არ დაშავებულა და ის უკვე თბილისში იმყოფება.

მაია ებრალიძე "პალიტრანიუსის" გადაემა "დღის თემის" ეთერში ავარიის მომენტზე და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ასევე წაიკითხეთ: "ამ გოგოს დღეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს... ამაზე არავინ პასუხს არ აგებს!" - თურქეთში მომხდარ ავარიაში "იმედის" ყოფილი თანამშრომელი დაშავდა

"ავარიის დროს ყველას ეძინა, მე გამეღვიძა მაშინ, როცა ავტობუსი უკვე გადაბრუნებული იყო და მინდორზე მიხოხავდა. ერთადერთი რაც შევძელი, ავტობუსის სალონისკენ სახით შევბრუნდი, რადგან ჩემი შვილი გვერდით მეჯდა და ბავშვებს გადავეღობე, რომ არ გავარდნილიყვნენ ფანჯრიდან... ერთადერთი ეს მოვიაზრე იმ მომენტში... საბედნიეროდ 26-ვე ბავშვი არის ჯანმრთელად და არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გონება არც ერთი წამით არ დამიკარგავს. სასწრაფოები ძალიან მალე მოვიდა, მაგრამ ჩემი გამოყვანა გაჭირდა - ფეხი ავტობუსის ქვეშ მქონდა მოყოლილი, საჭირო გახდა სპეციალური აპარატით ავტობუსის ნაწილების გადახერხვა, რომ გამოვეყვანე... სხვა არანაირი შეფერხება არ ყოფილა, პირიქით, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა როგორც თურქეთის, ასე საქართველოს მხარეს, ყველას ვერ ჩამოვთვლი, რადგან უამრავი ადამიანი მოვიდა, გვინახულეს საავადმყოფოში, მადლობა ასეთი თანადგომისთვის. ასევე თურქეთის მოქალაქეებს, რომლებიც ავარიის შემდეგ გვეხმ Advertisement არებოდნენ რითიც შეეძლოთ..." - იხსენებს მაია ებრალიძე ავარიის შემდგომ პერიოდს.

რაც შეეხება დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის სტაბილურადაა და საავადმყოფოში ერთ კვირას დარჩება:

"ფეხის ამპუტაციის გარდა, სხვა არანაირი სახის დაზიანება არ მაქვს. რადგან ფანჯრის მხარეს ვიჯექი, ვარდნა არ განმიცდია, ზუსტად ჩემ მხარეს გადაბრუნდა ავტობუსი და ბავშვები დავიჭირე... მე არაფერს დავჯახებივარ, ფეხი მომყვა გარეთ ფანჯრიდან და შემდეგ ავტობუსი დამეცა ზევიდან. სხვა არაფერი ტრავმა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ფეხი ვერ შემინარჩუნეს, სამწუხაროდ..." - აღნიშნა მაია ებრალიძემ "დღის თემაში" საუბრისას.

იხილეთ ვიდეო
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი