Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სპეციალისტები ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრილებენ
ambebi.ge
17 July 2017, 14:20
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, წელს, შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

მათი ინფორმაციით, 2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა.

მსავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტო მოსახლეობას სთხოვს დაუკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153 Advertisement
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი