ambebi.ge
17 July 2017, 12:20
ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

200-მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობაში ზაზა ნადირაძე მხოლოდ ლიტველ და რუს სპორტსმენს ჩამორჩა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნადირაძემ დისტანციის დაფარვას 38.342 წამი მოანდომა.

შეგახსენებთ, რომ მაისში ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი