Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პროდუქტები, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უნდა შევზღუდოთ
ambebi.ge
17 July 2017, 12:20
ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი იზრდება, რასაც პრევენციული ზომები უნდა დავუპირისპიროთ. ექიმები ნებისმიერ ასაკში ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობისკენ მოგვიწოდებენ, თუმცა არსებობს სპეციფიკური რეკომენდაციები, რომლებიც მას შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ, რაც 40 წელს გადავაბიჯებთ.

ენდოკრინოლოგი ქეთევან ტაბატაძე გვირჩევს, რომ ამ ასაკიდან მარილისა და შაქრის მიღება მკვეთრად შევზღუდოთ. მისი თქმით, მარილი უჯრედში სითხის შეკავებას უწყობს ხელს, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს კი ეს პრობლემებს უქმნით. გარდა ამისა, მარილიანი პროდუქტის მიღების შემდეგ დიდი რაოდენობით სითხეს ვსვამთ, რაც ამ ტიპის დაავადებების მქონე პირებისთვის რეკომენდებული Advertisement არ არის.

"რაც შეეხება ტკბილ პროდუქტებს, მათი მიღება 40 წლის შემდეგ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ. ხანშიშესული პირების ნაწილს ასევე ოსტეოქონდროზი ანუ ე.წ მარილების დაგროვება აწუხებთ, ამიტომ მათ მარილის მიღება აუცილებლად უნდა შეამცირონ, - "მარილის შეზღუვას რეკომენდაციას გულსისხლძარღვთა სისტემის, ჰიპერტენზიისა და ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის ვუწევ," - განმარტავს მედიკოსი.

ქეთევან ტაბატაძე ასევე განმარტავს, რომ ძალიან ცხარე და მჟავე საკვები კუჭ-ნაწლავზე უარყოფითად აისახება, - "მათი რაოდენობის დაბალანსება არამხოლოდ 40 წლის შემდეგ, არამედ ნებისმიერ ასაკში აუცილებელია," - დასძენს ენდოკრინოლოგი. წაიკითხეთ გაგრძელება
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი