Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გაიცანით 18 წლის ქართველი გოგონა, რომელიც გორში მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს
ambebi.ge
29 June 2017, 11:20
18 წლის ქეთი ღვინიაშვილი, გორში მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროს აშენებას გეგმავს, რისთვისაც ადგილმდებარეობა უკვე შეარჩია და ნებართვის მისაღებად ქალაქის საკრებულოსაც მიმართა.

ქეთი გორიდანაა, თუმცა ამჟამად თბილისში "თავისუფალი უნივერსიტეტის" "მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების" საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს. როდესაც სასტუმროს იდეა დაებადა, აპრილში შპს Advertisement "იემაი სეთიც" შექმნა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა. მოგვიანებით მან გორის საკრებულოს თხოვნით მიმართა, რომ მილიონზე მეტი ბიუჯეტის მქონე ინვესტიციის განხორციელებისთვის ჭალის დასახლებაში 5 250 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ქეთი ღვინიაშვილს სასტუმროს არქიტექტურა ჯერჯერობით განსაზღვრული არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, სასტუმრო მინიმუმ სამვარსკვლავიანი იქნება.

"სასტუმროს აშენების ვალდებულებას 5 წლით ავიღებ. ცხადია, ამის სახსრები თავად არ გამაჩნია, თუმცა მოლაპარაკებებს რამდენიმე ინვესტორთან ვაწარმოებ, რომლებიც ჩემთვის საკრებულოს მიერ მიწის გადმოცემას ელოდებიან, შემდეგ კი გაირკვევა, კონკრეტულად, ვინ ააშენებს სასტუმროს" - განმარტავს ის. წაიკითხეთ გაგრძელება
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი