Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, კიბერშეტევა დანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც განხორციელდა
ambebi.ge
27 June 2017, 21:22
უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ჰაკერული თავდასხმის ობიექტები დანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კომპანიები გახდნენ, - ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

ამ დროისთვის დგინდება, არის თუ არა ეს შეტევა ერთი და იგივე ვირუსით განხორციელებული.

უკრაინაში ვირუსი "Petya.A" 300 აშშ დოლარს ითხოვს დაბლოკილი ფაილების აღდგენაში მათგან, ვინც ვირუსით დაზარალდა. არსებული ინფორმაციით, ასეთივე შეტყობინებები მიიღეს დანიური კომპანია "მაერსკის" ოფისებშიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიბერთავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ფრანგული საშენ მასალათა კომპანია და დიდი ბრირტანეთის მსოფლიოს უმსხვილესი სარეკლამო სააგენტო. დასავლური მედიის ცნობით, ვრცელდება ინფორმაციები ესპანეთიდან და ინდოეთიდან კომპიუტერების ქსელის დაზიანებების შესახებ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი