სამწუხაროდ, უკვე ეპიდემიასავით გახდა სიმსივნე და სულ უფრო და უფრო ხშირად ვგებულობთ საშინელ დიაგნოზებს. რაც ყველაზე საწყენი და საგანგაშოა, უფრო და უფრო მეტად დაერია ეს სენი ახალგაზრდებს...
ახალგაზრდა დედას, 30 წლის მარი ხარძიანს, რომელიც პატარა ანასტასიას დედაა, ჰოჯკინის ლიმფომა (ლიმფური ქსოვილის
Advertisement
You must have
Flash Player installed in order to see this player.
დაავადება) დაუდგინდა, II ა სტადია. მარიმ კვლევა და მკურნალობა თურქეთში დაიწყო, თუმცა მკურნალობის და ქიმიოთერაპიის გაგრძელებას სერიოზული თანხები სჭირდება. ახალგაზრდა დედის დასახმარებლად მისი ოჯახის წევრები და მეგობრები გაერთიანდნენ.
გახსნილია ანგარიშის ნომერი:
GE55BG0000000766478300
მიმღები: ნანა იოსელიანი
პ/ნ 01013002049
ასევე დაგეგმილია საღამო, რომლიც ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი "ცხოვრება მშვენიერია". მონაწილეები იქნებიან
ჯგუფი "სახე", აჩიკო მეფარიძე, თემურ თათარაშვილი, ნინი ბადურაშვილი, მაია ბარათაშვილი, ვერიკო ტურაშვილი, ლელა წურწუმია, თამთა ჭელიძე. საღამო 30 ივნისს გაიმართება.
უფრო დაწვრილებით იხილეთ ბმულზე