Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | JOB FEST 2017 - ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდების დასაქმებისთვის
ambebi.ge
24 June 2017, 15:20
25 ივნისს, 13:00-17:00 სთ, თბილისის ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ფესტივალი, JOB FEST 2017 გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 80-მდე დამსაქმებელი და 18-დან 29 წლამდე ასაკის 1900-მდე ახალგაზრდა მიიღებს.

პროექტი ქალაქ თბილისის მერიის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით ხორციელდება. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ და გაესაუბრონ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც 700-ზე მეტი ვაკანსიით იქნებიან წარმოდგენილი. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სივრცეს პალიტრა მედიას ბიზნესლიტერატურის პროექტი, "ლურჯი ოკეანე" დაიკავებს. სადაც ცნობილი ბიზნესტრენერები ახალგაზრდებს Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. წარმატების მიღწევის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
სპიკერების განრიგი ასეთია:

14:00 საბა ჩიხლაძე - პალიტრა მედიას ბიზნესკონსულტანტი, თემა: გზა თვითრეალიზაციისკენ
14:30 მარიკა დარჩია - PR სპეციალისტი, პალიტრა მედიას კრეატიული დირექტორი. თემა: "გავაღოთ სარკმელი"
15:00 თორნიკე გურული - მარკეტერი, PSP-ს მარკეტინგის დირექტორი. თემა: "წარმატების ბოქსი"
15:30 ნინო ქიტიაშვილი - ბიზნეს ტრენერი, Georgian Progress Group-ის დამფუძნებელი. თემა: "საუბრის ხელოვნება"

დასაქმების ფესტივალი კიდევ ერთი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის პირდაპირ დაუკავშირდნენ დამსაქმებლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი და მიიღონ ახალი შესაძლებლობები. დამსაქმებელს კი, თავის მხრივ, ექნება საშუალება საკუთარი ბრენდი უკეთ გააცნოს ახალგაზრდების ფართო აუდიტორიას.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი