Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ზაალ უდუმაშვილის ემოციური დამშვიდობება მაყურებელთან და ატირებული დიანა ჯოჯუა
ambebi.ge
19 June 2017, 23:20
"კურიერის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა. წამყვანმა საკუთარი გადაწყვეტილება პოლიტიკაში წასვლის შესახებ მაყურებელს 9 საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ გააცნო.

"ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც "კურიერის" წამყვანის. დღეს მე 25- წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებს. ჩვენ ამიერიდან სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი, მთელი ამ წლების განმავლობაში მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა, ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე აქტიური პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს. ბრძოლის გამოცდილება ნამდვილად მაქვს. გავიარე ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა და შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ ვებრძოლო უსამართლობას. მე "რუსთავი 2"-ის გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა ქვეყანას მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმარჯვო ამ ბრძოლაში და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი. ბოლოს მინდა მადლობა ვუთხრა ყველა "რუსთავი 2"-ელს იმ წლებისთვის, რომელიც აქ გავატარე. უდიდესი მადლობა თქვენ, რომლის თანადგომასაც ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი. მე თქვენთვის ვმუშაობდი, როგორც ჟურნალისტი და თქვენს სამსახურში ვიქნები მომავალშიც, პოლიტიკაში", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა 9 საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ.


უდუმაშვილის დამშვიდობება ემოციური აღმოჩნდა დიანა ჯოჯუასთვის, რომელმაც პირდაპი ეთერში ცრემლები ვერ შეიკავა.

"ეს განცხადება ჩემთვის ახალი არ ყოფილა, მაგრამ ამის განცდა იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. 11 წელია მე და შენ გვერდიგვერდ ვზივართ და მიგვყავს ქვეყნის მთავარი საინფორმაციო გადაცემა. მიჭირს უშენოდ "კურიერის "წარმოდგენა, მაგრამ მესმის რომ მოვიდა დრო გააკეთო რაღაც სხვა. წარმატებებს გისურვებ შენი საყვარელი ქალაქის მერად გახდომაში. მგონია, რომ ყველა ის თვისება გაქვს, რომელის ამ ქალაქის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს", -აღნიშნა დიანა ჯოჯუამ.
You must have Flash Player installed in order to see this player.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი