Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | 3 ქორწილი მქონდა... - ნონა გაფრინდაშვილი ოჯახზე, ჭადრაკზე და პოლიტიკაზე
ambebi.ge
19 June 2017, 21:20
ნონა გაფრინდაშვილის ცხოვრების გზა სავსეა წარმატებებით. მუდამ თან სდევდა იშვიათი მარცხის სიმწარე, მომავალ შეხვედრამდე დათვლილი წუთების სულსწრაფობა და წესად ქცეული გამარჯვების სიხარული. ის პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. ამ დიდ წარმატებას 21 წლის ასაკში მიაღწია, მერე კი ეს სიხარული კიდევ ოთხჯერ განიცადა. იმდენი პრიზი აქვს მიღებული, ადამიანს სათვალავი აგერევა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტიტულებს შორის უმთავრესი - ხალხის სიყვარულიც დამსახურებულად მოიპოვა.
სტრატეგია, გამოწვევები, ჭად­რაკის დაფასთან მოფიქრებული და შემდეგ ათასგზის გამოცდილი, გონივრული სვლები - ეს მისი წარ­მატების დღეს უკვე გათქმული საიდუმლოა.
ჩვენი შეხვედრის ადგილი ჭად­რაკის სასახლეა. ინტერვიუს ჩასაწერად სიმბოლურად, ჭადრაკის დაფას მივუსხედით. დიალოგი მე დავიწყე, "თეთრებით თამაში" მერგო.
რით ჰგავს ჭადრაკის დაფა ცხოვ­რებას? როგორია მეფეების, დედოფლების, პაიკების როლი? როგორ ცხოვრობს დღეს ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი? - ამ ყველაფერზე ქალბატონი ნონა თავად მოგვითხრობს.

- ქალბატონო ნონა, პირველ რიგ­ში, გმადლობთ, რომ გამონაკლისი დაუშვით და ინტერვიუზე დამთანხმდით.
- ჟურნალისტებს შეხვედრებზე მართლაც იშვიათად ვთანხმდები, თქვენ ძალიან მიზანდასახული ყოფილხართ.

- ვფიქრობ, ეს თვისება თქვენს ხასიათშიც დომინანტი იქნება.
- ეს თვისება ბავშვობიდან მქონ­­და. ვცდილობდი, რასაც ხელს მოვკიდებდი, კარგად გამეკეთებინა. ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი, 4 უფროსი ძმა მყავდა. ზუგდიდში მთელი ქუჩის ბავშვები ჩვენთან იკრიბებოდნენ. თოჯინები არ მაინტერესებდა, რასაც ბიჭები თამაშობდნენ, მეც იმას ვთამაშობდი. ფეხბურთიც მაშინ შემიყვარდა. კარშიც ხშირად ვიდექი. ბიჭებთან შეთანხმება მქონდა და რადგან გოგო ვიყავი, ამის გამო ჩვენ შორის დანდობა არ უნდა ყოფილიყო. ჭადრაკს რომ თამაშობდნენ, ვუყურებდი და ისე ვისწავლე. უფროსი ძმა კარგად თამაშობდა. ხშირად მეუბნებოდა, - მოდი, დაჯექი, გასწავლიო. ნიჭი ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ რაღაც დონეს შეიძლება მიაღწიო და გაჩერდე.

- დიდი წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?
- აუცილებლად უნდა გქონდეს ჯანმრთელობა, კარგი ნერვული სისტემა, მიზანდასახულობა და სპო­რ­ტული ხასიათი. აქედან ერთი კომპონენტიც რომ ამოაგდო, გამორი­ცხულია, მწვერვალებს ვერ დაიპყრობ.
ბიჭებთან ყოველთვის ჩემი გამ­ქონდა. ჭადრაკში ტურნირებს ვაწყო­ბდით, ბოლო ადგილზე არასდროს გავსულვარ. იმ პერიოდში ჩემი ძმები რიგრიგობით, ზუგდიდის ჩემპიონები ხდებოდნენ. საკმაოდ კარგად თამაშობდნენ, მაგრამ როგორც კი უმაღლეს სასწავლებლებში მოეწყვნენ, თავიანთ პროფესიას მიჰყვნენ, ჭად­­რაკი კი მათთვის გართობა იყო.

- ოჯახში სანატრელი გოგო იყავით?
- ოთხი ბიჭის შემდეგ, ბუნებრივია, გოგოს დაბადება ოჯახში დიდი სიხარული იყო. ამიტომ ჩემი თბილისში გამოშვება ძალიან უჭირდათ. მაშინ ზუგდიდში გოგონებისთვის ჭადრაკის წრე არ არსებობდა. ჩემი დეიდა და ბიძა თბილისში ცხოვრობდნენ, მათ მემკვიდრე არ ჰყავდათ. როცა ნახეს, ჭადრაკს კარგად ვთამაშობდი, ჩემებს არაერთხელ უთხრეს, - გამოუშვით, ჩვენთან იცხოვროსო.
ჭადრაკში გოგონების წრეები მხო­ლოდ დიდ ქალაქებში იყო. თბი­ლისში, მაშინდელ პიონერთა სასახლეში ჭადრაკის განყოფილება ძალიან კარ­გად მუშაობდა.
1953 წელს, ბათუმში საქართვე­ლოს ჩემპიონატი ტარდებოდა. ზუგდიდიდან ბიჭთა გუნდი მიდიოდა, მაგრამ აუცილებელი იყო, გუნდში ერთი გოგო ჰყოლოდათ. ზუგდიდის მაშინდელი ხელმძღვანელობა საგონებელში ჩავარდა, არ იცოდნენ, ვინ აეყვანათ. ყურმოკრული ჰქონდათ, გაფრინდაშვილების ოჯახში ერთი გოგო ჰყავთ, რომელიც ჭადრაკს თამაშობსო, მაგრამ როგორ ვთამაშობდი, არ იცოდნენ. ჩემი უფროსი ძმა მაშინ სტუდენტი იყო, მის მომდევნოს კი ვაჟების გუნდში Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. პირველ ნომრად უნდა ეთამაშა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მე წავედი შეჯიბრებაზე და ჩემი ძმა არ წამოვიდა - უმაღლეს სასწავლებელში აბარებდა, ემზადებოდა და დროის უქონლობა მოიმიზეზა. მე კი გუნდის წევრებს მატარებელში ვეცნობოდი.

- მატარებელში ჭადრაკი რომ ეთამაშეთ და უმრავლესობას მო­უგეთ, ეს ის მგზავრობა იყო, არა?
- კი, ყველა გაკვირვებული დავ­ტოვე. სერიოზული ბრძოლა გვქონდა, გუნდმა კარგი შედეგი უჩვენა. იმ ასპარეზობაზე პიონერთა სასახლის მწვრთნელი, ვახტანგ ქარსელაძე ჩემით დაინტერესდა და მშობლებს შემოუთვალა, თბილისში გამოუშვითო.
თბილისში 1954 წლის შემოდგო­მაზე ჩამოვედი. ერთ წელში უკვე მქონდა გარკვეული წარმატებები, დიდებში თბილისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედი. 1956 წლიდან კი ასპარეზობებზე პირველი ადგილების აღება დავიწყე. ამ საქმემ ძალიან გამიტაცა. მსოფლიოს ჩემპიონი 21 წლის ასაკში გავხდი.

- საკუთარ თავზე ბევრს შრო­მობდით?
- რა დროც იყო სავარჯიშოდ გამოყოფილი, იმ პერიოდში ვმეცადინეობდი. თავისუფალ დროს ბილიარდს ვთამაშობდი... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი