ambebi.ge
19 June 2017, 19:22
პარიზში, ელისეის მინდვრებზე პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. "როიტერის" ინფორმაციით, სამართალდამცველები მარინის თეატრის ირგვლივ ტერიტორიას აკონტროლობენ და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობიდან ხალხის ევაკუაციუა განახორციელეს.

არსებული ინფორმაციით, ელისეის მინდვრებზე პოლიციის ფურგუნს ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ავტომანქანას ცეცხლი გაუიჩნდა. პოლიციამ მანქანაში მყოფი მამაკაცი დააკავა.

ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. პარიზის ამ რაიონის პრეფექტურა ხალხს მოუწოდებს, თავი აარიდონ ტერიტორიაზე გადაადგილებას. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა მომხდარი წინასწარ განზრახული ქმედება.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი