ambebi.ge
19 June 2017, 19:22
ავტომანქანის მძღოლი, რომელიც პარიზში, ელისეის მინდვრებზე პოლიციის მანქანას შეეჯახა, შეიარაღებული იყო. ამის შესახებ სააგენტო "ფრანსპრესი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, შეჯახების მომენტში აფეთქების ხმა გაისმა. მედიასაშუალების ცნობით, ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ელისეის მინდვრებზე, პარიზში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს.
"როიტერის" ინფორმაციით, სამართალდამცველები მარინის თეატრის ირგვლივ ტერიტორიას აკონტროლობენ და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობიდან ხალხის ევაკუაციუა განახორციელეს.

არსებული ინფორმაციით, ელისეის მინდვრებზე პოლიციის ფურგუნს ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. პოლიციამ მანქანაში მყოფი მამაკაცი დააკავა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი