Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს
ambebi.ge
19 June 2017, 17:20
საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ გზავრობისთვის დაწესებულმა ჯარიმამ შესაძლოა მოიმატოს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, სატრანპორტო კომპანიამ უბილეთოდ მგზავრობისთვის სანქციების გამკაცრების ინიციატივით მერიას უკვე მიმართა და ამჟამად საკითხი განხილვს ეტაპზეა.

„იმისთვის, რომ უბილეთოდ Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. მგზავრობაზე მონიტორინგი იყოს უფრო გაძლიერებული, სატრანსპორტო კომპანია საჯარიმო სანქციების გადახედვის ინიციატივით შემოვიდა. ეს უბრალოდ განხილვის ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მნიშვნელოვანი განხილვა სჭირდება. კომპანის ინიციატივა გულისხმობს საკითხის პრევენციას, ანუ იმას, რომ გამორიცხული იყოს ბილეთის არ აღების შემთხვევები“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საჯარიმო სანქციების გამკაცრება არ შეეხება კეთილსინდისიერ მგზავრებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 26 კატეგორიაზე გათვალისწინებული შეღავათით კვლავ შეძლებენ მგზავრობას.

ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარია.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი