Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
ambebi.ge
19 June 2017, 16:20
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, ამ სეზონზე პოტენციური საშიშროება უკავშირდება მწერების, მათ შორის ტკიპის ნაკბენებს. ეტაპობრივად დაიწყება კოღოების, ასევე ფლებოტომუსების სეზონი, რომელიც ლეიშმანიოზის გადამტანი მწერია.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ფლებოტომუსები შებინდებისას გამოფრინდებიან. მისი რეკომენდაციაა მშობლებმა თავი აარიდონ ბავშვების შებინდებისას გასეირნებას, ან მათ გრძელსახელოიანი, ღია ფერის სამოსი ჩააცვან.

ამასთან, პაატა იმნაძე მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს ურჩევს, რომ ცხოველები სპეციალური საშუალებებით დაამუშაონ. გასათვალისწინებელია, რომ ტკიპის ხელით მოცილება არ შეიძლება.

"მთავარია ტკიპის დროულად მოცილება. მინდვრიდან დაბრუნების შემდეგ ადამიანებმა სხეული კარგად უნდა დაათვალიერონ, თუ აღმოჩნდა ტკიპა, დროულად უნდა მოიშორონ. ხელით მოშორება არ შეიძლება, შესაძლებელია პინცეტით ამოღება, რათა ფეხები კანში არ ჩარჩეს. აღნიშნული მონაკვეთი უნდა ჩამოიბანოს საპნიანი წყლით და შემდგომ უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით, სპირტით. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია ანტი ალერგიული მალამოს გამოყენება", - განმარტა პაატა იმნაძემ.

კოღოებისაგან თავის Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. დასაცავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი მოსახლეობას დამაფრთხობელი საშუალებებისა და მწერებისგან დამცავი ბადის გამოყენებას ურჩევს, ამასთან, აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შავი ზღვისპირეთში სადეზინსექციო სამუშაოებს ატარებს.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რაც ზაფხულს უკავშირდება, სიცხის დროს გაგრილება და წყლის მიღებაა.

"ნუ დაელოდებით წყურვილის გრძნობას, ისე დალიეთ წყალი, ორი ლიტრა მაინც დღის განმავლობაში. თავი დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან. ტანსაცმელი მაქსიმალურად ხალვათი და ღია ფერის უნდა იყოს. თუ აუცილებელი საქმე არ არის, პაპანაქება მზეზე მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი