Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უახლესი ინფორმაცია ლონდონიდან - გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები, გარდაცვლილი 1 და დაშავებული 8 ადამიანი
ambebi.ge
19 June 2017, 11:22
ლონდონში, ფინსბერი პარკის რაიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 00:20 საათზე მოხდა. მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დამნაშავე დააკავეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, პოლიცია შემთხვევას განიხილავს, როგორც "პოტენციურ ტერაქტს".

"პოლიციამ დაადასტურა, რომ მომხდარი განიხილება, როგორც პოტენციური ტერაქტი. დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას გავმართავ", - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ლონდონის მერი სადიქ ხანი Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. კი ლონდონელებს სიმშვიდისა და სიფხიზლისკენ მოუწოდებს. "ჩვენ ჯერ არ ვიცით მომხდარის ყველა დეტალი, მაგრამ ეს იყო აშკარა და განზრახ განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ლონდონელებზე", - აღნიშნა სადიქ ხანმა.

მისი თქმით, ეს იყო თავდასხმა ტოლერანტობისა და თავისუფლების ღირებულებებზე.

"მოვუწოდებ ლონდონელებს სიმშვიდისკენ და სიფხიზლისკენ. გთხოვთ, თუ რამე საეჭვოს შეამჩნევთ, პოლიციას შეატყობინეთ. ლონდონის პოლიციამ დამატებითი ძალების განლაგება მოახდინა ქალაქის ქუჩებში", - დასძინა ლონდონის მერმა.

ლონდონში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი