Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა
ambebi.ge
19 June 2017, 10:22
გუშინ საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტის პოლიტიკურმა მოძრაობამ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, ემანუელ მაკრონის პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატებმა 308 მანდატი მიიღეს, ხოლო მისმა მოკავშირეებმა, იუსტიციის მინისტრის, ფრანსუა ბაირუს ცენტრისტულმა პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა“ კი 42 მანდატი, Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. რაც ჯამში პარლამენტში 350 მანდატს აძლევთ.

მეორე ადგილზე „რესპუბლიკელები“ და მათთან ალიანსში მყოფი „დემოკრატებისა და დამოუკიდებლების კავშირი“ გავიდა. მათ პარლამენტში 130 ადგილი ექნებათ.

მარინ ლე პენის „ეროვნულმა ფრონტმა“ კი მომავალი მოწვევის პარლამენტში 8 მანდატი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი პირველად იქნა არჩეული საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატად. მან ქალაქ ენენ-ბომონში გაიმარჯვა.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი