Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ლიზა ბათიაშვილი და გოტიე კაპუსიონი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვაზე!
ambebi.ge
29 May 2017, 11:20
2017 წლის 17 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხელოვანთა კავშირი CONCEPTART და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვაზე გიწვევთ. მსმენელის წინაშე აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და საუკუნის ელჩად წოდებული ჩელისტი გოტიე კაპუსიონი წარსდგებიან. კონცერტს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურის სამსახური.

ლიზა ბათიაშვილი Musical America-მ 2015 წლის ინსტრუმენტალისტად დაასახელა. 2016-2017 საკონცერტო სეზონზე იგი კონცერტგებაუს სამეფო ორკესტრის რეზიდენტ სოლისტია. მსმენელი და კოლეგა მუსიკოსები მის ვირტუოზულობასა და "ღრმა მგრძნობელობას" აფასებენ - Financial Times.

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მევიოლინე თანამშრომლობს მსოფლიო რანგის ორკესტრებთან: ნიუ იორკის ფილარმონიკი, ბერლინის Staatskapelle, ბერლინის ფილარმონიული, ციურიჰის ტონჰალე, ევროპის კამერული ორკესტრი და სხვა.
საერთაშორისო აღიარება ლიზა ბათიაშვილმა 16 წლის ასაკში მოიპოვა, როგორც სიბელიუსის კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ. ორჯერ გახდა ECHO Klassik-ის ჯილდოს მფლობელი, ამასთანავე მიღებული აქვს MIDEM Classical Award, the Choc de l'année, ჩიგიანას მუსიკის აკადემიის საერთაშორისო პრიზი, Schleswig-Holstein Music Festival-ის მიერ დაწესებული ლეონარდ ბერსტაინის ჯილდო და Beethoven-Ring.

ლიზა ცხოვრობს მიუნჰენში და უკრავს ჯოზეფ გუარნერის 1739 წელს დამზადებულ ვიოლინოზე "del Gesu", რომელიც მას პირადი კოლექციიდან გადაეცა.

გოტიე კაპუსიონი XXI საუკუნის ელჩია, როგორც ჩელისტი-შემსრულებელი. იგი მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, ორკესტრებთან და ინსტრუმენტალისტებთან თანამშრომლობს. უკრავს მატეო გოფრილერის მიერ 1701 წელს დამზადებულ ინსტრუმენტზე.

"იშვიათი შემსრულებელი, რომელსაც სიმშვიდითა და სიფაქიზით შეუძლია ნაწარმოებს არ დაუკარგოს დრამატული გამბედაობის შეგრძნება" - San Francisco Chronicle.

2016-2017 საკონცერტო სეზონზე გოტიე კაპუსიონს დაგეგმილი აქვს გამოსვლები ისეთ ორკესტრებთან, როგორიცაა ლონდონის სიმფონიური და ფილარმონიული, ბერლინის ფილარმონიკი, დრეზდენის Staatskapelle, მიუნჰენის ფილარმონიული, ჩიკაგოს სიმფონიური, ლოს ანჯელესის ფილარმონიული და სან ფრანცისკოს სიმფონიური. სხვადასხვა დროს აგრეთვე, თანამშრომლობდა კონცერტგებაუს სამეფო Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ორკესტრთან, ვენის ფილარმონიკთან, ლაიფციგის გევანდჰაუზორკესტრთან, ციურიჰის ტონჰალესთან, ნიუ იორკის ფილარმონიკთან, სიდნეის სიმფონიურ და მარინის თეატრის ორკესტრებთან; დირიჟორებთან: შარლზ დუტუი, ვალერი გერგიევი, გუსტავო დუდამელი, ანდრის ნელსონს, იანის ნეზენ-სეგუინი და სხვა. იგი სისტემატიურად მართავს კონცერტებს მარტა არგერიჰთან, დანიელ ბარენბოიმთან, ლიზა ბათიაშვილთან, რენო კაპუსიონთან, ჟან-ივ ტიბოსთან და სხვ. ორჯერ აქვს მიღებული ECHO Klassik-ის ჯილდო და არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. 2001 წელს Victoires de la Musique-ს მიერ დასახელდა "წლის ახალ ტალანტად".

კონცერტი მიეძღვნება ანტი-სტიგმა კამპანიას "დაინახე ყველაფერი", რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ინიციატივით მიმდინარეობს ევროკავშირისა და აშშ საერთაშორისო განვითარების საააგენტოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა მიმართ სტიგმის შემცირებას.

პროექტის მხარდამჭერი - თბილისის მერიის კულტურის სამსახური

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია "ბადაგონი"

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია "იმედი", "არტარეა", "მედია ჰოლდინგი პალიტრა", "რადიო ჰოლდინგი ფორტუნა", საინფორმაციო ცენტრი 118 08

ბილითები იყიდება: www.tkt.ge

ბილეთის ფასი: 15, 25, 35, 45, 55, 65, 75, 100 ლარი
ინფორმაციისათვის დარეკეთ 2 915504/05
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი