Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რას გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების შესახებ
ambebi.ge
25 May 2017, 18:20
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მთავრობას ახალი კანონპროექტი წარუდგინა - "შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ".

კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობებისა განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. ახალი კანონი განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ოპერირების ერთიან სტანდარტს.

შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს.


პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი, პირველ ეტაპზე გავრცელდება მაღალი რისკის და განსაკუთრებით მავნე გარემო პირობების მქონე საწარმოებზე:

"კანონპროექტის მთლიანი სტრუქტურა გამოიხატება რამდენიმე საკვანძო საკითხში - პირველი არის ის, რომ მთავრობა არსებული დოკუმენტის - საწარმოებისა და ინდუსტრიების ჩამონათვალის განახლებას გააკეთებს, რომელიც დაექვემდებარება ამ დეფინიციას - "განსაკუთარებით მავნე და საშიში პირობები". იმ კომპანიებს, იმ საწარმოებს, რომლებიც მოხვდებიან ამ ჩამონათვალში გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ შესაბამისი რეგისტრაცია გაიარონ.

შემდეგი უკვე ეხება საკუთრივ კომპანიაში სამუშაო პირობების პოტენციური რისკების მინიმუმამდე ჩამოყვანას, რაც შეგვიძლია ავსახოთ რამდენიმე მიმართულებაში. დამსაქმებელს უჩნდება ვალდებულება გარკვეული პროტოკოლის მიხედვით, რომ ჰყავდეს სპეციალისტი, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებში კომპეტენტური იქნება და ადგილზე კომპანიის დონეზე დადგენილი წესითა და პროტოკოლით განახორციელებს ამ ზედამხედველობას და მართვას. ეს დაიწყება იმით, რომ დასაქმებული პირველ ეტაპზე, მიიღებს ძალიან დაზუსტებულ ინფორმაციას საწარმოს სპეციფიური უბნებისა და არეალის შესახებ.

ასევე ჩნდება ვალდებულება, რომ ასეთ საწარმოებში აუცილებლად იყოს ის მინიმალური ჩამონათვალი პერსონალური დამცავი აღჭურვილობის და კოლექტიური დამცავი Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. აღჭურვილობის, რაც უზრუნველყოფს პოტენციური საფრთხეების მინიმუმამდე შემცირებას. ისეთ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ კომპანიას შესაბამისი სპეციალისტი არ ეყოლება, მათ ეძლევათ როგორც უფლება, ასევე ვალდებულება, ვიდრე ასეთ სპეციალისტს ვიდრე მოამზადებენ, იქირაონ სხვა კომპანიებიდან და ამისი რესურსი არსებობს", - განაცხადა სერგეენკომ.

კანონპროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიმუშავა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი