Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ვინ არის ქართველი მერლინ მონრო და რაშია მისი სილამაზის საიდუმლო
ambebi.ge
23 May 2017, 22:20
მარია ბლონდი ქართველი მომღერალი და მსახიობია, რომელიც არაორდინარული იმიჯით გამოირჩევა. ცნობილი კი მერლინ მონროს იმიჯით გახდა. მსგავსება მართლა საოცარია! მარიას ყველა "ქართველ მერლინ მონროს" ეძახის.

- მარია, რატომ გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით ქართველი მერლინ მონრო? როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?..

- ეს გადაწყვეტილება თვითონ არ მიმიღია, უფრო ვიტყოდი, ხალხმა აიტაცა მერლინის ტიპაჟი. პროფესიით მსახიობი და მომღერალი ვარ, მაქვს ჩემი შოუ-პროგრამა. მრავალ ტიპაჟს შორის მერლინი ყველაზე ცნობილი გახდა. შემდეგ ტელევიზიაშიც მომიწვიეს და საზოგადოებამ უფრო ახლოს გამიცნო...

- თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი?

- მარიამ ციმინტია.

- პირველად როდის გაგიჩნდათ სიმღერის სურვილი და რამდენად დიდი გარდატეხა მოახდინა სიმღერამ თქვენს ცხოვრებაში?

- ბავშვობიდან ვმღეროდი, ყოველთვის მინდოდა, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი (ისე, ტემბრით მეცო სოპრანო მაქვს), მაგრამ სამწუხაროდ, როკ-სიმღერებით ხმა გავიფუჭე. მუსიკას დიდი ძალა აქვს და უზარმაზარი მოვლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. მუსიკა რომ არა, ალბათ, ვერ გადავიტანდი რთულ პერიოდებს. მუსიკა ჩემთვის ჰაერივითაა, მის გარეშე არ შეიძლება არსებობა და მე მგონი, ყველა მუსიკოსი დამეთანხმება. როდესაც სცენაზე ვმღერი, ხალხს დადებით ემოციას ვაძლევ და ის Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ემოცია უკან მიბრუნდება. ამაზე სასიამოვნო გრძნობა ჩემთვის არ არსებობს. მუსიკა არის ცხოვრების რიტმი, ბიძგი და ადრენალინი.

- როგორ ფიქრობთ, გარეგნობის გარდა, რით ჰგავხართ მერლინ მონროს?

- შინაგანი სამყაროთი, ალბათ და საქმისადმი მიდგომით. მერლინ მონრომ შექმნა ისეთი ტიპაჟი, რომელზეც ყველა გიჟდებოდა. იყო სექსუალური, მიმზიდველი და არავის აინტერესებდა, როგორი იყო შინაგანად. არადა, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, ნაკითხი, მათ შორის, ფსიქოლოგიის წიგნებსაც კითხულობდა, ხატავდა და წერდა ლექსებს... განაგრძეთ კითხვა marao.ge-ზე
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი