ambebi.ge
19 May 2017, 18:20
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა სამი დღე შენარჩუნდება.

როგორც AMBEBI.GE აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, ხვალ, საქართველოს მასშტაბით ქარიც გაძლიერდება.

"დღეს, ხვალ და ზეგ იწვიმებს, დროგამოშვებით ძლიერად. ხვალ ქარიც უნდა გაძლიერდეს. თბილისშიც და ზოგადად, საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვაქვს ცუდი ამინდი. იქნება წვიმა, ზოგან - ძლიერი, ქარიც გაძლიერება, ზოგან იქნება სეტყვაც", - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში.

დღეს საქართველოში რამდენიმე რაიონი დაისეტყვა, მათ შორის, ბორჯომი, ბაკურიანი და გორი.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი