ambebi.ge
19 May 2017, 15:20
ეკოლოგიური კატასტროფა ყველაზე რბილი ნათქვამია იმ საცოდაობასთან შედარებით, რაც ამ ტერიტორიაზე ტრიალებს.

წიაღისეულია და რასაკვირველია უნდა ამოიღონ, მაგრამ ესენი რასაც აკეთებენ, ბარბაროსობაა და მეტი არაფერი - მეუბნება 60 წელს გადაცილებული თამაზ ბუხრაშვილი და მანქანას ცოფის გაჩერებასთან მიჩერებს. დამშვიდობებისას მეუბნება, რომ უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში, ჭიათურა 1944 წლის სტალინგრადს დაემსგავსა და იმედს გამოთქვამს, რომ ახალგაზრდა თაობა მაინც მოესწრება ვითარების გამოსწორებას.



საბაგიროზე ავდივარ. შევნიშნე, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ, საბაგიროს შენობა შეცვლილა - შეუთეთრებიათ, სიძველისგან დამპალი კარებები გამოუცვლიათ და მწვანე ფრად შეუღებავთ. ამ პატარა ნაგებობის დანახვისას ვიფიქრე, რომ თამაზ ბუხრაშვილის იმედი შეიძლება მართლაც გამართლებულიყო და მომავალ თაობას სხვანაირი ჭიათურა ენახა. თუმცა... ერთი საბაგიროდან მეორეზე გადავდივარ. სიძველისგან გვერდზე გადარწეულ ამ ხის ნაგებობას, აქა-იქ ფიცრები შემოცლი აქვს და მიუჩვეველ ადამიანში ნდობას საერთოდაც არ იწვევს.

კაბინაში ჩასაჯდომად ხის კიბეზე ავდივარ და ვხვდები, რომ თუ ფეხს უადგილო ადგილას დავდგამ, შესაძლოა, ამ ფიცრის იატაკმა ვერ გამიძლოს და ჩაიმტვრას, ჩავარდნისას კი ნამდვილად კლდის ფერდობზე დავეშვები. საბედნიეროდ, ჩემი შიში არ გამართლდა და კიდევ ერთი საბაგირო ხაზის გავლის შემდეგ, ითხვისის მაღაროსთან მივდივარ.

ახლადდანიშნულ სპეციალურ მმართველთან დაკავშირების მრავლობითი, თუმცა, უშედეგო მცდელობის შემდეგ, მაღაროსთან მისვლის მომენტისთვის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა და შესაბამისი საშვი ჯერ კიდევ არ მაქვს, ამიტომ გეზს სოფლისკენ ვიღებ, რომელსაც სულ მცირე ერთი კილომეტრი მაშორებს.

სირთულეს ის წარმოედგენს, რომ ითხვისისკენ მიმავალი გზა აღმართზე დევს, თანაც ის ქვიანი და უსწორმასწოროა, რაც ჩვეულებრივზე ორჯერ მეტ დროსა და ენერგიას გართმევს. სოფლისკენ სამგზავრო ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი არ გადაადგილდება, ჭიათურიდან მომავალი მგზავრის ერთადერთი იმედი მაღაროელების სამარშრუტო ტაქსია, რომელიც 8 საათში ერთხელ დადის.

ჯერ ორი საათია, ვიცი რომ ტრანსპორტი არ გამოივლის, ამიტომ გზას ფეხით მივუყვები. ნაწვიმარია და გუბეებისთვის თავის არიდება დიდ სირთულეს წარმოადგენს.

ითხვისში Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. მასპინძელი მხვდება და სახლისკენ მიმიძღვება, ცოტას ვსაუბრობთ შემდეგ კი ვამჩნევ რომ მისი მთელი ყურადღება ჭიშკრზე გადადის. მზერა საათიდან კარისკენ, კარიდან კი საათისკენ დროგამოშვებით ინსტინქტურად გადააქვს და ასე გრძელდება იქამდე სანამ, ქუჩიდან მარშუტკის ხმა არ მოდის. უკვე იცის, რომ მისმა მეუღლემ მუშაობა დაასრულა და სხვა მაღაროელებთან ერთად, სახლში ბრუნდება, თუმცა მის სახეზე ნამდვილ შვებას მაშინ ვხედავ, როცა კარი იხსნება და ბატონი გიორგი (სახელი შეცვლილია) სახლში შემოდის წაიკითხეთ გაგრძელება
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი