Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა პროცედურები უნდა გაიაროს პატიმარმა შეწყალებისთვის - საჭირო ინფორმაცია მსჯავრებულთა ოჯახებისთვის
ambebi.ge
19 May 2017, 14:20
საქართველოში მსჯავრდებულებისთვის საპატიმროს ვადამდე ადრე დატოვებისთვის შეწყალების წესი დიდი ხანია არსებობს, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებითაა დადგენილი. შეწყალების თხოვნით მიმართვა ნებისმიერ პატიმარს შეუძლია, თუმცა დადგენილებაში დეტალურადაა გაწერილი, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პატიმარი, რომ ის შესაწყალებელთა სიაში აღმოჩნდეს.

ვის შეუძლია და როდის, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს - ამ საკითხზე AMBEBI.GE უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- როდის აქვს პატიმარს მიმართვის უფლება?
- თუ პირს პატიმრობა 5 წლამდე აქვს მისჯილი, შეწყალების მოთხოვნის უფლება მესამედის გასვლის შემდეგ აქვს. იმ შემთხვევაში თუკი პირს 5 წელზე მეტი აქვს მისჯილი, მაშინ ნახევარი მაინც უნდა ჰქონდეს მოხდილი. თუმცა, განსაკუთრებული გარემოებებიც როცა არსებობს, შესაძლოა პატიმრის შეწყალება ამ წესების გვერდის ავლითაც მოხდეს. განსაკუთრებული გარემოება შეიძლება იყოს, როგორც ოჯახური, ასევე პატიმრის ავადმყოფობა.

- გარდა შესაბამისი დროისა, კიდევ რას უნდა აკმაყოფილებდეს პატიმარი, რომ შეწყალება მიიღოს და რა შემთხვევაში არ განიხილება?
- პატიმრის მიმართვას ნებისმიერ შემთხვევაში განიხილავენ, თუმცა ყურადღება მიექცევა ციხის ადმინისტრაციისგან როგორი და რამდენი დახასიათება აქვს მიღებული, ასევე რამდენი მადლობა აქვს გამოცხადებული, რამდენი საყვედური აქვს მიღებული, როგორ ახასიათებენ ციხეში და ა.შ. იმ შემთხვევაში თუკი მისი ქცევა და მდგომარეობა უარყოფითადაა შეფასებული, ეს მის შეწყალებაზეც უარყოფითად მოქმედებს.

- პროცედურები როგორია?
- პირველ ეტაპზე პატიმრის წერილს აპარატი იღებს, რომელიც ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა შეწყალების შესახებ დადგენილ წესებსა და მოთხოვნებს. თუკი მოთხოვნებს აკმაყოფილებს, აპარატი ციხის ადმინისტრაციისგან შესაფერის ინფორმაციას გამოითხოვს, როგორიცაა მისი დახასიათება, ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაკის შეფასება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა პირადი მასალები. აპარატი ამ ინფორმაციას კომისიისთვის ამზადებს და მერე კომისია განიხილავს.

საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ხელს პრეზიდენტი აწერს. პრეზიდენტისთვის კომისია არის შეფასებითი ორგანო, ჩვენ მხოლოდ ვურჩევთ. სავალდებულო არ არის პრეზიდენტი კომისიის დასკვნას დაეთანხმოს. პრეზიდენტს Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. კონსტიტუციით დადგენილი უფლება აქვს, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ გაითვალისწინოს და კონკრეტულ პირი უფრო მეტად შეიწყალოს ან ნაკლებად.

- აქვს თუ არა უფლება, სამუდამო პატიმრობამისჯილმა პირმა შეწყალება მოითხოვოს და როდის?
- ყველას აქვს უფლება შეწყალების კომისიას მიმართოს, მათ შორის სამუდამო პატიმრობამისჯილ პირებსაც, მას შემდეგ რაც ისინი პატიმრობის 15-წლიან ვადას მოიხდიან. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეწყალება მოხდა, საპატიმროს დატოვებას მაშინვე ვერ შეძლებენ. 15 წლის გასვლის შემდეგ პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას თუ რამდენ ხანში შეძლებს საპატიმროს დატოვებას. ამჟამად სამუდამო პატიმრობამისჯილი სულ 80 პატიმარია, აქედან 15 წელი ძალიან ცოტას გაუხდა, 5-6 ადამიანს.

ლიკა ამირაშვილი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი