Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უფასო მედიკამენტების პროგრამა საქართველოში 25 ივლისიდან ამოქმედდება
ambebi.ge
09 May 2017, 12:21
ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროგრამებს შორის უფასო მედიკამენტების პროგრამას ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აღნიშნული პროგრამის მონაწილეები 2017 წლის ზაფხულიდან მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიიღებენ. ეს შეეხება ქრონიკული დაავადების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება. ყველაზე მეტი კამათი გამოიწვია კითხვამ, თუ რამდენი ბენეფიციარი შეიძლება ჰყავდეს უფასო მედიკამენტების პროგრამას. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, მედიკამენტების პროგრამის რეალური მოსარგებლე საშუალოდ, 150-200 ათასი ადამიანი იქნება. პროგრამა მწვავედ გააკრიტიკეს ოპონენტებმა, მათ შორის, "ევროპული საქართველოს" წევრმა - ზურაბ ჭიაბერაშვილმა, Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. რომელიც ამტკიცებს, რომ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა შესაძლოა მხოლოდ 5 ათასი იყოს.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ოპონენეტების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ სამინისტროში ყველაფერი სწორად აქვთ გათვლილი.

"მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ იმ ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა სამკურნალოდ უფასო მედიკამენტები გაიცემა - ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი პროგრამების ჩამონათვალს ასეთი საინტერესო პროგრამა დაემატა. ის განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ. დღესდღეობით უკვე მიმდინარეობს ტენდერის პროცედურები და დაახლოებით 25 ივლისისთვის ჩვენი მოსახლეობის ეს კატეგორია თავის კუთვნილ მედიკამენტებს უპრობლემოდ მიიღებს", - აღნიშნავს მარინა დარახველიძე.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი