რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით და ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის გამო ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იარაღის კონტროლის, გაუვრცელებლობის და განიარაღების შესახებ არსებულ შეთანხმებებთან და ვალდებულებებთან ქვეყნების შესაბამისობის თაობაზე 2017 წლის