Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | IDFI-ის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს
ambebi.ge
28 April 2017, 13:20
IDFI-ის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გარკვეულ პოზიტიურ სიახლეებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს.

როგორც IDFI-ის ანგარიშში - „საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებული სიახლეების შეფასება“ არის ნათქვამი, პროექტში ასახულია ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო კომისიისთვის შეთავაზებული ინიციატივები, რომლებიც შეეხება „კარგი ადმინისტრირების“ სახელმძღვანელო პრინციპისა და ინტერნეტის თავისუფლად სარგებლობის უფლების დამატებას; პროექტში ასევე გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ხასიათის ინფორმაციის გაცემას, როდესაც ინფორმაციის მიღებაზე არსებობს საჯარო ინტერესი.

IDFI-ის შეფასებით, ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრა, ხელოვნური მიზეზებით პოლიტიკური ქულების დასაწერად იქნა გამოყენებული, რაც არ ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესებს ქვეყანაში.

სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ორგანიზაცია წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა დასძენს, რომ ამ სიახლეს ჩრდილს აყენებს გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების არაპროპორციული წესი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საარჩევნო ბარიერი არ მცირდება და საარჩევნო ბლოკების შექმნა იკრძალება.

„პროექტით მცირდება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო ქვორუმის ოდენობა. კერძოდ, კომისიის შესაქმნელად საჭირო იქნება 50 და არა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. ამასთან პრემიერ-მინისტრი ვალდებული ხდება წელიწადში ერთხელ წარსდგეს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. აღნიშნული ცვლილებები აძლიერებს პარლამენტის მაკონტროლებელ ფუნქციებს, რაც მისასალმებელია. პროექტით მარტივდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია. შემოთავაზებული პროექტით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, მის ნაცვლად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია დაკომპლექტდება 300 ხმოსანით, რომელშიც შედის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ წარდგენილი პირები. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს და იგი თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის ძირითად პრინციპებს, თუმცა არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ხელისუფლების დაბალანსებისთვის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა თანხვედრაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, თუმცა ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაჯანსაღების პარალელურად“, - ნათქვამია ანგარიშში.

IDFI-ის შეფასებით, პროექტით გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად იზღუდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ ექნება უფლებამოსილება ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობაზე იმსჯელოს, ამასთან იკრძალება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული.

პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გამოყოფა და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება, IDFI-ის შეფასებით, წინგადადგმული ნაბიჯია ამ უწყების დეპოლიტიზებისთვის.

„ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის კონსტიტუციაში დაფიქსირება მნიშვნელოვანია და მას აქვს არამარტო დეკლარაციული და სიმბოლური, არამედ სამართლებრივი მნიშვნელობაც“, - ნათქვამია ასევე ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი