Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ვინ არის ქალი, რომელიც პოლიციელებს იარაღის სროლაში წვრთნის - თავიდან უკვირდათ, მაგრამ ახლა ყველა მიცნობს
ambebi.ge
27 April 2017, 20:20
პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ხათუნა გაკაფაშვილი წლებია, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ხშირად შეხვდებით ამ ახალგაზრდა ქალს საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ასობით პოლიციელი მამაკაცის პროფესიული დონის ამაღლებაზე ზრუნავს. მასთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ძალიან მკაცრი მასწავლებელი ვარ და არავის არაფერს ვპატიობ. როცა ამ ურთულეს საქმეს ჰკიდებს ხელს ადამიანი, მაღალ დონეზე უნდა იყოს მომზადებული. პოლიციელი თუ ემოციურია, ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდი თანამშრომელია.

- როცა ქალი ასწავლის მამაკაცს სროლას, ეს მათ დისკომფორტს ხომ არ უქმნის?
- თავიდან უკვირდათ, მაგრამ ახლა უკვე ყველა მიცნობს. სულ ვეუბნები, ჩვენ ვართ ერთნაირები, თანასწორები, გვაქვს სამხრეები და პასუხისმგებლობა ერთნაირად გვეკისრება-მეთქი. თბილისშიც არის იაღლიჯას სასწავლო ცენტრი და იქ ვასწავლი. ხშირად დავდივართ რეგიონებშიც. საკუთარ თავზეც სულ ვმუშაობ.

- როგორ აღმოჩნდით პოლიციის რიგებში?
- ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა რომ დავიწყე. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. იმ პერიოდში სპორტსმენი ვიყავი, დიდ წარმატებებს მივაღწიე და მაშინ შემომთავაზეს სამინისტროს სახელით შეჯიბრებაში მონაწილეობა. ძალოვანებს შორის სროლაში შეჯიბრება ტარდებოდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით გამოვედი. ჩვენმა გუნდმა მოიგო, ამაში ჩემი წვლილიც იყო. კადრების სამსახურში დავიწყე მუშაობა. ისე გამიტაცა ჩემმა საქმემ, რომ წლებია, ვმუშაობ. მერე პოლიციის აკადემიაც დავამთავრე.

- რთული არ არის ქალისთვის პოლიციელის მუნდირის ტარება?
- არ არის რთული. პირიქით, მგონია, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე მამაკაცები. უფრო ამტანი, გამტანი, შრომისმოყვარე და მიზანდასახულია ქალი და რთულ სიტუაციებს ყოველთვის ღირსეულად უმკლავდება. ქალს ბევრი რამის გადალახვა შეუძლია უმტკივნეულოდ და უპრობლემოდ.

- თქვენ იარაღით დადიხართ. თუ დაგჭირვებიათ მისი გამოყენება?
- არასოდეს დამჭირვებია ქუჩაში იარაღის გამოყენება. რა თქმა უნდა, მაქვს იარაღის ტარების უფლება, მაგრამ როცა პოლიციელი ქუჩაში დადიხარ, იარაღი არ უნდა ჩანდეს.

- იქნებ ის შემთხვევა გაიხსენოთ, როცა მამაკაცი დაამარცხეთ.
- ერთხელ შეჯიბრებაზე ერთ-ერთი რაზმის მეთაური Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. დავამარცხე. ის მამაკაცი ამან ისე გააბრაზა, რომ ემოციები ვეღარ დამალა და საკუთარ თავს ლანძღავდა. მერე დაჯილდოებაზე არ მოვიდა და ცუდად ყოფნა მოიმიზეზა. მამაკაცებს უჭირთ იმასთან შეგუება, რომ ქალმა დაამარცხა. არადა, ქალი ძლიერია, მას ყველა საქმის შესრულება შეუძლია. ბევრი პოლიციელი ქალი გვყავს, რომლებიც მოვალეობებს კარგად ასრულებენ, არ არის მარტივი, მაგრამ როცა პროფესიონალი ხარ, აღარ გიჭირს.
(წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 27 აპრილის ნომერში)
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი