Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პოეტ შალვა ბაკურაძეს მეორე დღეა ეძებენ - ალბათ შესაბამისი ყურადღება ვერ გამოვიჩინე და ცოტა ეგოისტურად მოგვექცა
ambebi.ge
27 March 2017, 21:22
პოეტ შალვა ბაკურაძეს მეგობრები და ოჯახის წევრები მეორე დღეა ეძებენ. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბაკურაძე ბოლოს კოსტავას ქუჩაზე, კინოთეატრ "ამირანთან" ნახეს. 43 წლის პოეტის მეგობრები "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებენ, სადაც საზოგადოებას თხოვნით მიმართავენ, რომ ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკონ შალვა ბაკურაძის მეუღლის, თათია კოკაიას ნომერზე: 593-32-01-38.

"ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ შაკოს პოვნაში. გთხოვთ გაავრცელეთ... შალვა ბაკურაძე ბოლოს ნახეს 25-ში შაბათ საღამოს კაზინო ევროპასთან/კინო ამირანთან. თუ სადმე ნახეთ ეს ადამიანი დარეკეთ ამ ნომერზე - 593-32-01-38.
წინასწარ მადლობას გიხდით გულისხმიერებისათვის", - წერს "ფეისუქზე" პოეტის ერთ-ერთი მეგობარი.

ასევე, მეუღლის დაკარგვასთან დაკავშრებით "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს თათია კოკაია:

მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. არ ვემხრობი ამდენ გაზიარებას, რადგან ცალკე ნინიტა მყავს საავადმყოფოში, გადასხმებს ვუკეთებ და იმდენი ადიანი რეკავს, ვერც ბავშვზე და ვერც შაკოს ამბავზე ნორმალურად ვერ ვკონცენტრირდები. ვისაც საჭიროა სცოდნოდა ეს ამბავი, ყველამ უკვე იცის. შაკოს ხასიათიდან გამომდინარე, ნებისმიერ ადგილას შეიძლება განმარტოებულიყო, რაც თითოეულ ჩვენგანს აზრად მოგვივა, ან არა. ამიტომ ახლა ველოდებით კამერის ჩანაწერს, რომ მიმართულება მოგვცეს Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. შემდეგი მოქმედებოსთვის. ამ ეტაპზე ნანახია კამერა, სადან ჩანს, რომ ტაქსიში ჯდება. ახლა მუშავდება მეორე კამერა, უკვე 112-ში, სადაც მანქანის იდენტიფიცირებას შეძლებენ და მძღოლს დაკითხავენ. ეს უკვე კონკრეტულ კვალზე გაგვიყვანს. არანაირად ცუდს არ მიგრძნობს გული. უბრალოდ, ბოლო 2 დღეა არ იყო ხასიათზე მეც ალბათ ვერ გამოვიჩინე შესაბამისი ყურადღება და ცოტა ეგოისტურად მოგვექცა. დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგის და იმის, რომ სიცოცხლე მისი საუკეთესო თვისებაა ახალ ამბებს აქ დავწერ".

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში გუშინ შევიდა და სამართალდამცველებმა სამძებრო სამუშაოები უკვე დაიწყეს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი