საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" დღეს მობილური აპლიკაცია განაახლა. ამ განახლებაში აპლიკაციის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ "პალიტრანიუსის" ტელევიზიას პირდაპირ ეთერში უკეთესი ხარისხით უყურონ.
იმისათვის, რომ აპლიკაციის განახლება თქვენს მობილურ მოწყობილობაში აისახოს, მიყევით შემდეგ ინსტუქციას:
თქვენი მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის შესაბამისად, ეწვიეთ ქვემოთ მითითებულ ბმულს.
IOS:
https://itunes.apple.com/am/app/ipn-interpressnews/id1122925269?mt=8Android:
https://play.google.com/store/apps/details?id=com.leavingstone.interpressnews&hl=enბმულზე გადასვლის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "update/განახლება".
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ტელეფონში გააქტიურებული გაქვთ ავტომატური განახლებები, აპლიკაცია ამ ინსტრუქციის გამოყენების გარეშე ავტომატურად განახლდება.
ეს აპლიკაციის რიგით მეორე გეგმური განახლებაა.