არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი ახალგაზრდობით, გამოუცდელობით რაღაც პროვოკაციას წამოეგო, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის"-ის გადაცემაში "360 გრადუსი" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
"მამაო, როგორც თვითონ ამბობს, ეძებდა ამას (ციანიდს), საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომლის თხოვნით, მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის,
Advertisement
You must have
Flash Player installed in order to see this player.
საიდანაც დაიწყო ციანიდის თემა. მე ვფიქრობ, ეს იყო მიზანმიმართული, დაგეგმილი პროვოკაცია მამაოსა და ზოგადად, ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ. რაც შეეხება პატრიარქის შესაძლო მოწამვლის თემას, მე უკვე გავიხსენე რამდენიმე ფაქტი - 2004, 2009 წლის, რომ ეს ჩვენთვის არ იყო უცხო. სამწუხაროდ, ბოლომდე არ გამოძიებულა, ცილისმწამებელი, თუ პროვოკატორი არ მხილებულა, არ დასჯილა. ამიტომაც მოვედით ამ რეალობამდე. ადრე რომ ეს ბოლომდე მისულიყო, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ განსაცდელს, ერიც და ბერიც თავიდან ავიცილებიდით", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.