Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პარიზის უნივერსიტეტში, სადაც ნუცა მახვილაძე სწავლობდა, წარჩინებულებს მისი სახელობის სტიპენდიით დააფინანსებენ
ambebi.ge
26 February 2017, 18:20
პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც 18 წლის ნუცა მახვილაძე სწავლობდა, წარჩინებული სტუდენტები მისი სახელობის დაფინანსებას მიიღებენ - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

"ისეთი სტუდენტები, როგორიც ნუცა იყო (მაღალი ქულებით), უნივერსიტეტიდან მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას. ქართველი სტუდენტების გადაწყვეტილებით კი Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. (რომლებიც იმ უნივერსიტეტში სწავლობენ), ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე.

ალბათ ყველამ წარმოიდგინეთ როგორი გოგო იყო ნუცა, როცა თაობები მისი სახელობის დაფინანსებით განათლებას მიიღებენ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 18 წლის გოგონას სამშაბათს დაკრძალავენ.

ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი