Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ავერსის კლინიკის ექიმი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს
ambebi.ge
21 February 2017, 23:20
დეკანოზი გიორგი მამალაძე "ავერსის" კლინიკიდან კვლავ ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ავერსის" კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი გახოკიძემ განუცხადა, პაციენტს კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები დამუშავების პროცესშია. გახოკიძის განცხადებით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"პაციენტი გადმოიყვანეს კომპიუტერულ და მაგნიტორეზონანსულ Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. კვლევებზე. მას ჩაუტარდა აღნიშნული მაღალტექნოლოგიური კვლევები. ამჟამად მიმდინარეობს მიღებული გამოსახულების დამუშავება. შედეგები კი დასკვნის სახით გადაიგზავნება ჩაფიძის კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ირაკლი გახოკიძემ.

ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრში პარასკევს მოათავსეს. ის გონების დაკარგვის გამო შევიდა კლინიკაში, თუმცა გარდა ამისა, მას პნევმონია (ფილტვების ანთება) დაუდგინდა. ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ სხვადასხვა გამოკვლევა გახდა საჭირო, რის გამოც დეკანოზი "ავერსის" კლინიკაში საღამოს საათებში გადაიყვანეს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი