Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მეუფე ზენონი - ურიგო არ იქნება, თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს
ambebi.ge
20 February 2017, 22:20
ვერავის დავეთანხმები, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველას შეიძლება შეცდომა ჰქონდეს დაშვებული, თუმცა არ ეთანხმება იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო დროს მეუფე პეტრეს მხრიდან გაკეთდა. მეუფის აზრით, ურიგო არ იქნება, თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს. მისივე განცხადებით, დღეს ამის საჭიროება არსებობს.

როგორც მთავრეპისკოპოსმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე ურიგო არ იქნება, თუკი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სინოდის სხდომა ჩაინიშნება.

"ხვალიდან უფრო თვალნათელი გახდება მოვლენები. ქალბატონ შორენას ვიცნობ 1989 Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. წლიდან. ვიცნობ ძალიან კარგად და ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია. მეუფე პეტრემ კარგად იცის, რომ მას არ ვეთანხმები. ყველას შეიძლება შეცდომა ჰქონდეს, მაგრამ მეუფე პეტრეს არ ვეთანხმები გაკეთებულ განცხადებებში. აუდიტის შემოსვლა საკმაოდ ნორმალური ფორმაა. მე თვითონ 5 წლის განმავლობაში ვიყავი საფინანსო ეკონომიკური გუნდის თავმჯდომარე და თავად ვიყავი ინიციატორი საპატრიარქოში აუდიტის შემოსვლის. ამის საჭიროება დღესაც არსებობს. ვფიქობ, არც სინოდის გამართვა იქნება ურიგო", - განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი