Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ეს პროვოკაცია, რომელსაც წამოეგო ხელისუფლება, მიმართული იყო მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ - მეუფე პეტრე
ambebi.ge
20 February 2017, 00:20
აშკარაა ქვეყანაში, ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში ჩვენ გვაქვს პრობლემა პრინციპულობის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში, გადაცემა ”იმედის დროსთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ მინისტრზე და საპატრიარქოში შექმნილ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პეტრე ცაავამ აღნიშნა, შესაძლოა პრემიერ მინისტრი დეზინფორმირებულია მამა გიორგი მამალაძის საკითხში და მან სიტუაციაში გასარკვევად სასწრაფო ნაბიჯები უნდა გადადგას.

”პრემიერის გამოსვლას რაც შეეხება, ძალიან ვწუხვარ. მე მას ვიცნობდი, როგორც პატიოსან, მორწმუნე და ეკლესიურად მოაზროვნე ა Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. დამიანს. მაგრამ რაც აშკარაა ქვეყანაში, ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში ჩვენ გვაქვს პრობლემა პრინციპულობის. უპრინციპო ადამიანები არიან წარმოჩენილი. ამის გამო ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში და მე ვფიქრობ, რომ დღეს ქვეყანა როგორც არასდროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიყოს პარტიულ მიმდინარეობებად. დღეს ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე და უნდა დაიყოს პრინციპულებად და უპრინციპო ადამიანებად. მართლებად და ფარისევლებად.

ორი ვარიანტია ან ის არის დეზინფორმირებული, როგორც პატრიარქი და ეს გარემოცვის ბრალია და მაშინ მან უნდა გადადგას სასწრაფო ნაბიჯები და დაგვიმტკიცოს, რომ მართავს პროცესებს. ხოლო თუ მას აქვს სწორი ინფორმაცია, თუ რა უდანაშაულო მღვდლის გაწირვის მცდელობასთან აქვს საქართველოს ბოროტ ძალებს და ამას აკეთებს, მაშინ ეს უკვე დიდი დანაშაულია”, - განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

იხილეთ ვიდეო
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი