Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მიტროპოლიტი პეტრე - მეუფე იაკობმა ბერობის აღთქმა ღვთისა და ჩემს წინაშე დადო, ამიტომ იმედი მაქვს, გონს მოეგება
ambebi.ge
17 February 2017, 19:20
მე ვიღებ პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის ბერად და მღვდლად მომზადებისთვის, მაგრამ არანაირად არ ვიღებ პასუხისმგებლობას მის მღვდელმთავრობაზე, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თმით, მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მეუფე იაკობი პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის არის უნებლიე შემადგენელი ნაწილი არსებული ინტრიგების.

”მეუფე იაკობი ყაზბეგში ჩემი მოღვაწეობისას, პატრიარქის კურთხევით, წლების მანძილზე სოფელ სნოში გადიოდა მორჩილებას ჩემს ხელში და მე ვამზადებდი მას ბერად. ჩემი გადაწყვეტილებით, როდესაც მისი ბერად აღკვეცის დრო დადგა, უფლისა ჩვენისა და Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. იესო ქრისტესი და ანგელოსთა დასთან ერთად, რომლებიც უხილავად მონაწილეობდნენ ამ რიტუალში, ხილულად ვიყავი მე. აღთქმა ბერობისა მან ღვთისა და ჩემს წინაშე დადო. აქედან გამომდინარე, იმედია, გონს მოეგება და კარგად დაფიქრდება, თუ რა არის მთავარი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის.
მე ვიღებ პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის ბერად და მღვდლად მომზადებისთვის, მაგრამ არანაიარად არ ვიღებ პასუხისმგებლობას მის მღვდელმთავრობაზე”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი