Civil.ge
17 February 2017, 16:05

ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის წევრები იმედოვნებენ, რომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა მარტში ამოქმედდება, ნათქვამია ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში

კომიტეტის მეოთხე სხდომა  15-16 თებერვალს სტრასბურგში გაიმართა და მას საქართველოს მხრიდან ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამარ ხულორდავა თანათავმჯდომარეობდა, ხოლო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან ბრიტანელი დეპუტატი საჯად კარიმი. 

განცხადების თანახმად, კომიტეტი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყანას“, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიენიჭოს. 

„ეს დადებითი შედეგი ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში ასახულ ყველა სფეროში საქართველოს თანმიმდევრული რეფორმებისა და პროგრესის შედეგია“, - ნათქვამია რეზოლუციაში. 

კომიტეტს მიაჩნია, რომ უვიზო მიმოსვლა ხალხთა შორის კონტაქტებს ხელს შეუწყობს

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი