ambebi.ge
17 February 2017, 14:20
ბაქოში „თეგეტა მოტორსის“ ფილიალი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, კომპანია ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე, კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით, სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. „თეგეტა მოტორსმა“, ადგილობრივ პარტნიორ კომპანიასთან ერთად, 2 000 000-მდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სერვის ცენტრი განთავსებულია 5000 კვ.მ-ზე და იგი მოემსახურება მსუბუქ ავტომობილებს; ადგილობრივმა კადრებმა გაიარეს სრული პროფესიული მომზადება „თეგეტას აკადემიის“ ფარგლებში და მარალკვალიფიციურ სერვისს უზრუნველყოფენ. ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით და ტექნიკით. აქვე წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ნაწილების, ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი.

„თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება ექნება, ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მიიღოს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი კომფორტული გარემოში.

„აზერბაიჯანის ბაზარი, რომელიც მზარდია ამ ბიზნესის მიმართულებით და დიდი პოტენციალი გააჩნია, ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია. თანაც ამ ქვეყნის ბაზარზე არ არსებობს კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროში, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას შესთავაზებს პროდუქტებისა და მომსახურების კუთხით ადგილობრივ მომხმარებელს. შესაბამისად, დღეს „თეგეტა მოტორსს“ თავის პორტფელში არსებული სერვისების და პროდუქტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არც აზერბაიჯანში, არც კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში კონკურენტი არ ჰყავს“, - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ ფილიალი გახსნა.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი