Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა ორდღიანი მუშაობა დაასრულა
Regions.ge
17 February 2017, 00:20
სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა დასრულდა. საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებმა დღეს, საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებზე და სოციალურ პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ რეფორმებზე იმსჯელეს. სოციალურ პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ რეფორმებზე მოხსენება დელეგაციის წევრებმა, აკაკი ზოიძემ და ბექა ნაცვლიშვილმა წარადგინეს. მომხსენებლებმა კოლეგებს სოციალური დაცვის გაუმჯობესების კუთხით სახელისუფლებო გუნდის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს იმ გამოწვევებზე რომელიც ქვეყანაში უახლოეს პერიოდამდე არსებობდა. საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, მოხსენება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა წარადგინა. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა, თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის თანათავმჯდომარეობით, სხდომის ბოლოს, ასოცირების ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.  როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სტანდარტების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ კვლავ სამაგალითოა. მედია პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს ძირითადი ფასეულობაა. კომიტეტი აღიარებს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტური განხორცილების შედეგად მიღწეულ პროგრესს, რითაც საქართველო ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი გახდა და ამ სფეროში განვითარებას განაგრძობს. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მიესალმება რათა სრულად იქნას განხორციელებული თომას ჰამერბერგის ანგარიშის „საქართველო გარდამავალ პერიოდში" რეკომენდაციები, განსაკუთრებით სისხლის სამართლის სისტემის მიმართულებით. კომიტეტი მიესალმება სარეაბილიტაციო და არასაპატიმრო სასჯელის ხელშემწყობი პროგრამების გახორციელებისკენ მიმართულ ძალისხმევას. რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ღირსეული ნაბიჯები გადაიდგა პროკურატურის დეპოლიტიზაციის, სამართალწარმოების გამჭვირვალობის, პოლიტიკური მოტივისგან გათავისუფლებისა და თანასწორობის გაძლიერების თვალსაზრისით. კომიტეტი, მიესალმება საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობას, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან, განსაკუთრებით მიმდინარე რეფორმებს - მართლმსაჯულების და საკონსტიტუციო სფეროებში. ასოცირების შეთანხმება სრულად ვრცელდება საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის სრული მოსახლეობის საკეთილდღეოდ და იმეორებს მის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტი, ხაზს უსვამს საქართველოს პარლამენტის როლს ასოცირების შეთანხმებისა და მასთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული კანონმდებლობის მიღებაში და ამ მიმართულებით, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებაში. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს პარლამენტის როლი ასოცირების შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული კანონმდებლობის ჰარმონიზებასა და შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესის ზედამხედველობაზე. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ფუნქციის სრულყოფილად შესრულება უნდა განხორციელდეს მრავალპარტიული კონსტრუქციული დიალოგის განვითარებით და საპარლამენტო სტრუქტურაში კარგად კოორდინირებული დეპოლიტიზირებული მუდმივი საჯარო სამსახურის დახმარებით. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მუშაობაში, დელეგაციის ხელმძღვანელთან, თამარ ხულორდავასთან ერთად, აკაკი ზოიძე, ოთარ დანელია, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, სალომე სამადაშვილი, გიორგი ტუღუში და ოთარ კახიძე მონაწილეობდნენ.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
17.02.2017
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი