Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კოკო შანელის კოლექციების წარმდგენი ქართველი დედა-შვილი
ambebi.ge
16 January 2017, 21:20
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შენახული ერთ-ერთი ფერწერული ტილო საველი სორინს ეკუთვნის. მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტმა საქართველოდან პარიზში იმოგზაურა, უფრო კონკრეტულად კი, ნახატი ავტორს პარიზში წაუღია, მაგრამ სორინის სიკვდილის შემდეგ, მისმა ქვრივმა ის საქართველოს ეროვნულ გალერეას საჩუქრად გადასცა. 1974 წლის შემდეგ ნამუშევარი თბილისშია და მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სახით არის წარმოდგენილი.
თხელ ქალბატონს, გამჭვირვალე კანით, მაღალი კისრით, კეხიანი ცხვირით, ნატიფი თითებითა და უკან გადავარცხნილი შავი თმით, სახეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებს. ამაყი მზერა აქვს, შეიძლება ითქვას, ეპოქალური, ღრმა, თავადური...

მელიტა ჩოლოყაშვილის ქალიშვილი გარეგნულად დედას არ ჰგავდა. მას Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. უფრო მეტად, ევროპული გარეგნობა ჰქონდა, თუმცა, ორივე პარიზში, ცნობილ დიზაინერთან მუშაობდა.
მელიტა საგარეჯოში დაიბადა. სანამ მისი ოჯახი კახეთიდან თბილისში გადასახლდებოდა, ჯაფარიძე-ჩოლოყაშვილის წყვილის ოჯახში ხშირად იმართებოდა ე.წ. სალონური შეხვედრები. ეს ოჯახური ტრადიცია დედაქალაქშიც გაგრძელდა და ყოველ ასეთ შეხვედრაზე, იმ პერიოდის ცნობილი მხატვრები პორტრეტებს ხატავდნენ, პოეტები ახალ ლიტერატურულ ნიმუშებს კითხულობდნენ და მუსიკოსები სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს ასრულებდნენ.
მელიტა ილია ჭავჭავაძის ნათლული გახლდათ. არაერთ პოეტს აქვს მასზე ლექსი დაწერილი, მათ შორის - ტიციანსაც.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი