Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა - როგორია მინდია გოგოჭურის მდგომარეობა
ambebi.ge
12 January 2017, 01:20
გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მალე პალატაში გადაიყვანენ.
ჯერჯერობით ექიმებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული მინდია გოგოჭურს.
პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პრეზიდენტის Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. სიძე, მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

იხილეთ ვიდეო: რა ხდება ამჟამად ბალანჩივაძის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის სიძე დაჭრეს You must have Flash Player installed in order to see this player.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი