ambebi.ge
11 January 2017, 22:22
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სთან მიმართებაში ჰაკერულ შეტევებს რუსეთი და სხვა ქვეყნებიც ახორციელებენ. აღნიშნულის შესახებ მან ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, ეს რუსეთი იყო, აშშ-ის წინააღმდეგ კიბერშეტევებს სხვა ქვეყნებიც ახორციელებენ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, რუსეთს რომ ჰქონოდა კომპრომატი "რესპუბლიკელებზე", მოსკოვი მას გამოაქვეყნებდა. "რუსეთს რამე რომ ჰქონოდა "რესპუბლიკელებზე", ისინი ამას უკვე გამოაქვეყნებდნენ", - აღნიშნა ტრამპმა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი