Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა უნდა იცოდეთ, თუ ვაზის დარგვას და ღვინის დაყენებას აპირებთ - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე
ambebi.ge
11 January 2017, 17:21
როდესაც ადამიანი ვენახის გაშენებას და ღვინის დაყენებას გადაწყვეტს, ხშირ შემთხვევაში მისი ცოდნა ამ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვერაა სათანადო დონის და ამიტომ, იგი ცდილობს უკეთ გაერკვეს პირველ რიგში იმაში, თუ როგორ გააშენოს ვენახი და როგორ მოუაროს ვაზს. გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე იმ ადამიანებისგან, ვისაც ვენახის გაშენება და მეღვინეობა აქვთ გადაწყვეტილი.

ვაზი რა სიღრმეზე უნდა დავრგოთ და რამდენია დაშორება ნარგავებს შორის?

ვაზი ირგვება დაახლოებით ისე, რომ 2 საკვირტე უნდა დარჩეს მიწაში, ანუ სადღაც 30-35 სანტიმეტრის სიმაღლეზე. ვაზებს შორის დაშორება ჯობია, რომ იყოს 1.4 Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ან 1.5 მეტრი, იმიტომ რომ ჰაერაცია მეტი აქვს და უფრო თამამი იზრდება. თუ ახლოს დარგავთ. მაშინ მოსავლიანობა ნაკლები ექნება.

როდის უყენებენ ვენახს სარებს?

სარები უნდა დაერჭოს გაშენებიდან მესამე წელს, როდესაც ვაზი მიაღწევს ზრდასრულ ასაკს. სარი რომ დადგება, უნდა გაიბას მავთულიც და ვაზი დაკავდეს მავთულზე.

როგორ ირწყვება ვენახი. რამდენჯერ ან როდის?

ძირითადად მხოლოდ ახალშენი ვენახი ირწყვება. ზოგან კი ესეც არაა საჭირო. მაგალითად, სიღნაღის უკანა მხარის სოფლებში საერთოდ არ ირწყვება, მაგრამ მოსავლიანობა საკმაოდ კარგია, მაინც რადგან წვიმა თავისას აკეთებს. მაგრამ ახალ დარგულ ვაზს თავიდან სამ დღეში ერთხელ თითო ლიტრა წყალი რომ დაესხას ძირებში, უფრო ადვილად იხარებს და საქმეც გაადვილდება. განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი