Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა დაავადებებს ვერ კურნავენ საქართველოში და რის სამკურნალოდ მიემგავზრებიან ქართველები უცხოურ კლინიკებში
ambebi.ge
21 December 2016, 09:20
საქართველოს მაცხოვრებლებისთვის ხშირად საზღვარგარეთ მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა ხდება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ხელმისაწვდომი არ არის. AMBEBI.GE დაინტერედა, რომელ დაავადებებს ვერ კურნავენ და რა ტიპის სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ საქართველოში. ასევე რომელ ქვეყნებს მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ხარისხიანი სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღება სურთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში ყველა ტიპის გადამდები დაავადების განკურნებაა შესაძლებელი, თუმცა რა სახის არაგადამდებ დაავადებებს ვერ კურნავენ, ამის შესახებ, მისი თქმით, ინფორმაციას არ ფლობს.

უცხოეთში მკურნალობის ცენტრის, "გლობალმედის" წარმომადგენლის, ირინა აბრამიძის განცხადებით, საქართველოში, ძირითადად ნეიროქირურგიულ და ონკოლოგიურ დაავადებებს ვერ მკურნალობენ, პაციენტები უცხოურ კლინიკებს მიმართავენ ასევე ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის.

"აპარატურა, რომლის საშუალებითაც ამ ოპერაციების ჩატარება და დაავადებების მკურნალობაა შესაძლებელი, საქართველოში არ არსებობს - ესენია ნეიროქირურგიული დაავადებები, რომლებიც სპეციფიკურ ჩარევას მოითხოვს. მაგალითად, თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა, მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. არსებობს ისეთი ლოკალიზაციის სიმსივნეები, რომელთაც საქართველოში კურნავენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის მკურნალობა, მათი მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია და ამიტომ პაციენტები საზღვარგარეთ მიდიან," - განმარტავს მედიკოსი.

ირინა აბრამიძის თქმით, საქართველოში ორგანოების ტრანსპლანტაცია, თითქმის, არ ხდება. პაციენტები უცხოეთში, ძირითადად, ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის გადანერგვისთვის მიემგზავრებიან, რადგან, ჩვენს ქვეყანაში ამისი რესურსი არ არსებობს. საზღვარგარეთ ასევე მიდიან ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, რომელთა დადგენაც ჩვენთან ვერ ხერხდება.

"არის იშვიათი დაავადებები, რომელთა დიაგნოსტირებაც აქ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, კონკრეტულად რაზეა საუბარი, ამის თქმა რთულია, რადგან ეს დიაგნოზები უცხოურ კლინიკებში ისმება," - აღნიშნავს "გლობალმედის" წარმომადგენელი.

გარდა ამისა, უცხოეთის კლინიკებს, ძირითადად, ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნების მიზნით მიმართავენ. ირინა აბრამიძის განმარტებით, ასეთი ტიპის პათოლოგიებს განსაკუთრებული მკურნალობა ესაჭიროება, რისი ხელმისაწვდომობაც, ტექნიკისა და აპარატურის თვალსაზრისით, საქართველოში ნაკლებია.

"არის ისეთი დაავადებები, საქართველოში არაოპერაბელურად რომ მიიჩნევა, მაგრამ უცხოეთში, წინ წასული ტექნოლოგიებიდან Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. გამომდინარე, ოპერაციული ჩარევა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, ეს ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები, ასევე ონკოლოგიური ოფთალმოლოგიაა, რასთან დაკავშირებითაც სირთულეები ძალიან ხშირად არის, მიზეზი კი საქართველოში მკურნალობის ნაკლებად განვითარებული მექანიზმია," - აღნიშნავს ირინა აბრამიძე და დასძენს, რომ მათ ორგანიზაციას, ხშირად, ბავშვთა ონკოლოგიის უცხოეთში სამკურნალოდაც მიმართავენ, რადგან საქართველოს ამისი ეფექტური მექანიზმი არ გააჩნია.

"გლობალმედის" ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ოპერაციებისა და მკურნალობისთვის, ძირითადად, გერმანიას, თურქეთსა და ისრაელს სტუმრობენ.

"ამ ქვეყნებში გამგზავრებული პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა, 95% კმაყოფილია და განკურნებას ახერხებს," - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება ტარიფებს, ირინა აბრამიძის განმარტებით, ეს იმაზეა დამოკიდებული, პეციენტი რა პროცედურას მიმართავს და თან რომელ ქვეყანაში.

მარიამ მენაბდიშვილი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი