თავისუფალი აღზრდის სკოლა გახლავთ შვედეთის საპილოტე პროექტი, რომელიც ბავშვების აღზრდის არატრადიციულ მეთოდებს იყენებს. სტოკჰოლმის სკოლის ეს დიზაინი სააგენტო როზანმა დააპროექტა. Vittra-ს სწავლების ტიპი ბავშვებისათვის არა გაკვეთილების მიცემას და ტრადიციულ მეცადინეობებს მოიცავს, არამედ სიტუაციურ გათამაშებებს. ბავშვები ჯგუფებად მუშაობენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ თუ აკადემიურ სიტუაციაზე სადაც მათ მრავალმხრივი ცოდნის გამოყენება მოუწევთ. იდეის ავტორები თვლიან რომ ამგვარი სწავლების ტიპით ბავშვები ისწავლიან გუნდურობას, კოლეგიალურობას და რაც მთავარია განივითარებენ როგორც კოგნიტურ, ისე სოციალურ უნარ-ჩვევებს.
გარდა სწავლების მეთოდისა, განსაკურებულია სკოლის დიზაინიც. მხიარული, ფერადი, ბავშვური და რეკრეაციული-სწორედ ეს დატვირთვა აქვს სტოკჰოლმში მდებარე სკოლას. Vittra ციფრულ ტექნოლოგიებსაც აქტიურად იყენებს და ბავშვებს კომპიუტერის სწორად გამოყენებას ასწავლის. გარდა ამისა, აქვეა ლაბორატორიებიც სადაც მოსწავლეებს კომფორტულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა აქვთ.
წყარო: