Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რას უმზადებს ამერიკელ სამხედროებს პრეზიდენტი ტრამპი - აშშ-ის არმია ახალი საჩუქრების მოლოდინში
ambebi.ge
10 December 2016, 09:22
აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს წინ დიდი გეგმები აქვს. ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოქალაქეების სოციალური ყოფის გაუმჯობესებასთან ერთად, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია არმიის გაძლიერებასაც მოიცავდა.

"ჩემი გეგმა სამხედრო ფლოტის 350 საბრძოლო ხომალდამდე გაზრდაში მდგომარეობს. რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის შემდეგ, ეს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება იქნება," - განაცხადა ტრამპმა 2016 წლის 21 ოქტომბერს, წინასაარჩევნო კამპანიისას სიტყვით გამოსვლისას.

სანამ აშშ-ის არმია ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების პრაქტიკული რეალიზების მოლოდინშია, ჩვენ შევეცადეთ ყველა ამ დაპირებისთვის ერთად მოგვეყარა თავი და გაგვეანალიზებინა ისინი.

ტრამპის მიერ, არმიის გაძლიერების მიმართულებით, გადადგმული უმთავრესი ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე გენერალ ჯეიმს მეტისის, მეტსახელად "ცოფიანი ძაღლის" წარდგენაში გამოიხატა. კონგრესის თანხმობის შემთხვევაში, აშშ-ის არმიას უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე პრინციპული და, ჯორჯ მარშალის შემდეგ, სამხედრო ჩინის მქონე პირველი თავდაცვის მინისტრი იქნება.

ჯეიმს მეტისის სახით, საზღვაო ქვეითთა კორპუსი (გენერალი სწორედ შეიარაღებული ძალების ამ დანაყოფიდანაა) მძლავრ ლობისტს მიიღებს და დამატებითი დაფინანსების იმედი მიეცემა.

ამჟამად აშშ-ის ფლოტი ძირითადი კლასის 272 ხომალდს ითვლის. ტრამპის გეგმა ყველა კლასის მცურავი საშუალების - მათ შორის ატომური ავიამზიდების (არსებულ 10-ს კიდევ 2 შეემატება) და ბირთვულ ქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით შეიარაღებული წყალქვეშა ნავების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. წინასწარი შეფასებით, ფლოტის გაზრდის ფუფუნება ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს წელიწადში საშუალოდ 3,5-4 მლრდ დოლარი დაუჯდება.

ფლოტის შემდეგ, პირველ ადგილზე ტრამპის გეგმაში საზღვაო ქვეითთა კორპუსის გაძლიერებაა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი 24 აქტიური და 8 სარაზერვო ქვეითი ბატალიონების ჯამური რაოდენობის გაზრდას 36-მდე აპირებს. შესაბამისად, საზღვაო ქვეითების რაოდენობა ამჟამინდელი 182 ათასიდან 200-210 ათასამდე გაიზრდება. დამატებითი ფინანსური ხარჯების უკეთ აღსაქმელად გეტყვით, რომ ერთი ასეთი ბატალიონის წლიური აღჭურვა-შენახვა დაახლოებით 740 მლნ დაჯდება.

გეგმის რეალიზების შემთხვევაში, ეს ვიეტნამის ომის შემდეგ საზღვაო ქვეითთა კორპუსის გაძლიერების ყველაზე Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. მასშტაბური პრეცენდენტი იქნება. რეფორმირება და რიცხოვნობის გაზრდა სახმელეთო ჯარებსაც შეეხება. ამჟამიდელი 475 000 ათასიდან პირადი შემადგენლობის რაოდენობა 540 000 სამხედრო მოსამსახურემდე გაიზრდება.

ბევრი ტრამპის ხმამაღალ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს და 45-ე პრეზიდენტს პოპულიზმში ადანაშაულებს. მათი შეფასებით აშშ-ის ამჟამინდელი ეკონომიკის პირობებში, შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის გადაიარაღება და რიცხოვნობის (როგორც ტექნიკის, ასევე პირადი შემადგენლობის მხრივ) გაზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ტრამპი ბიზნესმენია და სავარაუდოდ, ფინანსების განკარგვა არ შეეშლება. თუმცა, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც მის ცოდნა-კომპეტენციის ფარგლებს სცდება. პირველ ყოვლისა, ძალზე საინტერესოა ტრამპის სამომავლო გეგმები ბირთვული იარაღის შემცირებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტების კითხვებს ის მაქსიმალურად დელიკატურად არიდებდა თავს. ტრამპმა, როგორც ბიზნესმენმა, ცალსახად იცის, რომ ამ სფეროში მას არაფერი გაეგება.

ამიტომაც საკვანძო კითხვები, ატომურ იარაღთან დაკავშირებით, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. უცნობია, ვაშინგტონის პოზიცია ხელშეკრულება "სტრატეგიული შემტევი შეიარაღება-4"-თან მიმართებაში, რომელიც ბირთვული არსენალის მოცულობის შემცირებას ითვალისწინებს. ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი