Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სიკვდილის წინასწარმეტყველება
Saintereso.com
28 October 2016, 12:10
  ეს ისტორია პეტერ კრაუზეს 1997 წლის 17 ივნისს შეემთხვა. იმ დროისათვის ის 15 წლიანი სტაჟის მძღოლი იყო, რომელიც მატარებელს ერთი და იგივე მიმართულებით წლების განმავლობაში მართავდა.   ერთ დღეს მან სადგურთან მიახლოებისას შენიშნა პატარა სახლი, რომლიდანაც ჭაღარათმიანი მოხუცი გამოდიოდა, კისერზე ყვითელი მოსახვევით. მოხუცებული პირდაპირ რელსებისკენ მიდიოდა. კრაუზემ თავისთავად ავარიული მუხრუჭები ჩართო, მაგრამ მოხუცი სადღაც გაქრა. ის არსად არ ჩანდა. რაც ყველაზე უცნაურია მძღოლის დამხმარემ ვერავინ დაინახა. ასე გრძელდებოდა ნახევარ წელიწადს. კრაუზე ყოველ ჯერზე ამუხრუჭებდა, გაკვირვებული დამხმარე კი ამტკიცებდა რომ იქ არავინ იყო.     ამ უცნაური შემთხვევების გამო, მძღოლმა ფსიქიატრს მიაკითხა. კვლევების შემდეგ დადგინდა რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და სანერვიულო არაფერი ჰქონდა. ფსიქიატრმა კრაუზეს შემთხვევა გადაღლილობას დააბრალა და ურჩია სამოძრაო მიმართულება შეეცვალა. სხვა ხაზზე გადასულიყო. როგორც შემდგომში ახალი რეისის მემანქანე ყვებოდა, კრაუზე მატარებელს მშვიდად მართავდა და ერთ-ერთ სადგურს უახლოვდებოდა. უცბად გამოჩნდა მოხუცი კაცი, რომელსაც კისერზე ყვითელი მოსახვევი ჰქონდა მოდებული. დამხმარემ მძღოლის გაჩერება სცადა. უთხრა რა, რომ რელსებისაკენ ადამიანი მიდიოდა. კრაუზემ ეს შემთხვევა მორიგ მოლანდებად ჩათვალა, გაიცინა და თქვა რომ ეს მოხუცი არაერთხელ გაუტანია. ასე და ამგვარად, მძღოლმა მატარებლის შეჩერება არ სცადა და აღმოჩნდა, რომ ის ჭაღარათმიანი მოხუცი ამჯერად ნამდვილი იყო. როდესაც მატარებლიდან გადასულმა გაჭყლეტილი ადამიანის სურათი თავად ნახა, გული წაუვიდა. მემანქანემ იგი შემდეგ გაჩერებამდე მიიყვანა და  პოლიციას გადასცა. სასამართლომ კრაუზეს განზრახ მკვლელობის მუხლით შეუფარდა სასჯელი. ის შვარცვალდის ციხეში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კრაუზემ იქამდე დაჰყო, სანამ მისმა მკურნალმა ფსიქიატრმა ჩვენება არ მისცა მომხდართან დაკავშირებით. ამის შემდეგ იგი ციხიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის თუ როგორ იწინასწარმეტყველა მან მოხუცის სიკვდილი, ან რა აკავშირებდა მასთან, ვერავინ დაადგინა.     წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი