Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | 21-ე საუკუნის კოშმარი-ანდრეს ბრეივიკი
Saintereso.com
25 October 2016, 18:11
    2011 წლის ივლისში მთელი მსოფლიო შეძრა ნორვეგიელი ტერორისტის, ანდრეს ბრეივიკის სისასტიკემ. ქალაქ ოსლოში მომხდარი აფეთქებითა და კუნძულ უტოიაზე მასობრივი ჩაცხრილვის შედეგად 77 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის უმეტესობას სტუდენტები წარმოადგენდნენ, რომლების უტოიაზე საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდულ ფორუმზე დასასწრებად იყვნენ ჩასულნი სხვადასხვა ქვეყნიდან.  მასობრივი ჩაცხრილვის დროს ბრეივიკს ყურსასმენები ეკეთა და ახალგაზრდების დაცხრილვის პარალელურად, მუსიკას უსმენდა.   გთავაზობთ რამდენიმე გადარჩენილი ახალგაზრდას ჩვენებას, სადაც ისინი იმ საშინელ დღეს იხსენებდნენ.     ედრიან პრაკონი:  «მკვლელი შეშლილს არ ჰგავდა. ის  ცივსისხლიანად მოქმედებდა. დღემდე მიტრიალებს თავში ის სურათი თუ როგორ მირბიან ადამიანები, ის ისვრის და შემდეგ იცინი ძირს ეცემიან. თავის გადარჩენას წყალში შესვლით ვცდილობდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი. თუ სანაპიროზე არ დავბრუნდებოდი მოვკვდებოდი. მართალი აღმოვჩნდი. ცოტა ხანში მან ცეცხლი მათ გაუხსნა ვინც წყალში ცდილობდა თავის გადარჩენას.ის ყვიროდა: "თვენ ყველანი მოკვდები" . სანაპიროზე რომ დავბრუნდი ის უცებ, თითქოს არსაიდან გაჩნდა და ისევ სროლა დიწყო. გვამებს ამოვეფარე. მის სიახლოვეს ვგრძნობდი. ჩემთან დაახლოებით 1 მეტრში იდგა. ძირს ვიწექი და თავს გარდაცვლილად ვასაღებდი. მან დარწმუნების მიზნით საკონტროლო სროლა განახორციელა. მე მხარში მომხვდა, მაგრამ არ გავნძრეულვარ. სწორედ ამიტომ გადავრჩი».     კიდევ ერთი გადარჩენილი ნორვეგიელი გოგონა პრაბლინ კაური:   "თავშესაფარს აგურის კედლის უკან ვეძებდი, თუმცა იქ ბევრი ადამიანი იყო. ვლოცულობდი, ვლოცულობდი და ვლოცულობდი. დავურეკე დედას და ვუთხარი, რომ სავარაუდოდ ერთმანეთს ვეღარ ვნახავდით. გავუგზავნე მესიჯი მამასაც და ვუთხარი რომ ძალიან მიყვარდა. ასევე, ერთ ჩემ საყვარელ ადამიანს. ახალგაზრდები ოჯახისწევრებს ურეკავდნენ და ემშვიდებოდნენ. გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა. შემდეგ მივხვდით რომ შეიძლებოდა ტერორისტს ჩვენი ხმა გაეგონა, ამიტომ სატელეფონო ზარები შეწყდა. ვფიქრობდი საკუთარ დაზე რომელიც გაემგზავრა. როგორ მეთქვა მისთვის ის რაც მოხდა? მაშინ სოციალურ ქსელებზე საკუთარ გვერდს ვანახლებდი და ვწერდი რომ ჯერ ცოცხალი ვიყავი. ხალხი წყალში ხტებოდა და მიცურავდა. მე არც სიარული და არც ცურვა არ შემეძლო. დაწოლა გადავწყვიტე. თუ ის მომიახლოვდებოდა თავს მოვიმკვდარუნებდი. ერთ-ერთი გოგონას ფეხებთან ვიწექი, როცა ვიღაცის სხეული დამეცა, მაგრამ არ გავნძრეულვარ. ასე ვიწექი მანამ, სანამ ყველაფერი არ მიწყნარდა. შემდეგ ნელ-ნელა თავი ავწიე და როცა დავრწმუნდი, რომ საფრთხე აღარ მემუქრებოდა ავდექი. იქამდე 2 გვამის გადაწევა მომიხდა."     ინა ლაიბაკი: "მახსოვს თითოეული ტყვია რომელიც მომხვდა. ბრეივკის შენობაში  პიანინოს უკან ვემალებოდი. თუმცა ეს არ გამომივიდასაერთო ჯამში 5 ტყვია მომხვდა. მთელი სხეულიდან სისხლი მომდიოდა. ვცდილობდი ჭრილობებზე ხელები მიმეფარებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ვიფიქრე რომ ყველაფერი დამთავრდა და ახლა მოვკვდებოდი. ჩემს დასახმარებლად 18 წლის ბიჭი მოვიდა, რომელმაც შედარებით უსაფრთხო ადგილას გადამიყვანა და ჭრილობები შემიხვია" წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი